პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებს საშუალება აქვთ, ერთ პლატფორმაზე მიიღონ პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის ინფორმაცია DCFTA-ს შესახებ. მეწარმეებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას იმ სარგებელის, შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ, რომლებიც DCFTA-თ არის გათვალისწინებული. ასევე ევროკავშირის იმ გრანტებისა და სხვა ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც DCFTA-ის ფარგლებში ხორციელდება. პლატფორმა საშუალებას აძლევს კომპანიებს, წარადგინონ შენიშვნები ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე, რომელთაც უფლებამოსილი ორგანო გამოეხმაურება.
პროექტის „საქართველოს აკრედიტაციის სისტემის გაძლიერება ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებთან მიმართებით“ ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებს შეუძლიათ, ისარგებლონ პლატფორმით, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია და მომსახურებების ჩამონათვალი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად საქონლის სერტიფიცირების შესახებ. მეწარმეებს ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ, გააკეთონ განაცხადი სერტიფიცირების პროცედურის გავლის თაობაზე.
პროექტი თანამშრომლობს მთავრობასა და ადგილობრივ სუბიექტებთან, რათა შემუშავდეს და ამოქმედდეს კლასტერები და გაუმჯობესდეს წარმოება და ბიზნესი, კომპანიების უშუალო სტრატეგიული ინვესტიციებითა და დიასპორულ ჯგუფებთან უკეთესი კავშირებით მხარდაჭერის გზით, ხოლო ბიზნესისთვის ამ სტრატეგიების ეფექტურობის დემონსტრირებით.
ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში, შესაფუთი მასალების მწარმოებლებს შეუძლიათ, ჰქონდეთ წვდომა ტექნოლოგიებსა და დამხმარე სერვისებზე, საჭიროებათა შეფასების ჩათვლით. მათ შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც ინდუსტრიის მდგომარეობისა და გამოკვეთილი ტენდენციების პერიოდული მიმოხილვით, ცოდნის ასამაღლებელი ვორქშოფებითა და ღირებულებათა ჯაჭვის პერიოდული შეფასებით, ისე წვდომით შესაძლებლობების განვითარების სერვისებზე, მხარდამჭერ პროგრამებსა და აქტივობების პოპულარიზაციის მექანიზმებზე.
პროექტი მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიურად ჩართული ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და მწარმოებლებისთვის უზრუნველყოფს ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის რეგულაციების შესახებ და პოტენციალის განვითარებისთვის გამიზნულ ღონისძიებებს, რათა გაუმჯობესდეს ორგანული სექტორის კონკურენტუნარიანობა.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოს აკრედიტაციის ცენტრს, დანერგოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა აკრედიტაციის ჩატარებისას. პროექტის მიზანია, რომ საქართველოს აკრედიტაციის სამართლებრივი ჩარჩო შეესაბამებოდეს ევროკავშირის რეგულაციებს, სტანდარტებსა თუ მეთოდოლოგიას. ასევე, საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობა და კომპეტენციები გაუმჯობესდეს ევროკავშირის სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და გაძლიერდეს მისი თანამშრომლობა ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან.
„სტრუქტურული რეფორმის მექანიზმის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მდგრადი და სამართლიანი ეკონომიკური ზრდის მოდელების განვითარებას, რამაც, შესაძლოა, შექმნას მეტი ინვესტიცია და გააუმჯობესოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური პირობები თუ დასაქმების შესაძლებლობები. ამ მიზნით, მექანიზმი ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებას შემდეგ სფეროებში: ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი და ფინანსური ინფრასტრუქტურა; ადამიანური კაპიტალი, შრომის ბაზრისა და სოციალური უსაფრთხოების ჩათვლით; ეკონომიკური მმართველობა და სახელმწიფო ფინანსების მდგრადობა; კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განმტკიცება.
პროექტი ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, მიიღონ სარგებელი იმ შესაძლებლობებიდან, რომლებსაც თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი სივრცე უზრუნველყოფს. DCFTA-სთან დაკავშირებულ ინვესტიციების დაფინანსებაზე წვდომის შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოები იცავენ იმ ახალ სტანდარტებს, რომლებიც DCFTA-ს დანერგვითაა გათვალისწინებული. იგი ასევე უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას კომპანიების მიერ ამ ინვესტიციების უკეთესი განაწილებისთვისა და მათი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად. ინვესტიციებს, შესაძლოა, ფორმების ფართო დიაპაზონი ჰქონდეს, განახლებული ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით დაწყებული, ხარისხის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სტანდარტებით დამთავრებული.
პროექტი მიზნად ისახავს ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული, კლასტერიზაციასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და განხორციელების შესაძლებლობების კონსოლიდაციის მხარდაჭერას. მეწარმეობისა და ბიზნესის მოდერნიზების, კლასტერების განვითარებისა და ამუშავების მიზნით, პროექტი მუშაობს მთავრობასა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან პირდაპირი სტრატეგიული ინვესტიციებითა და დიასპორის ჯგუფებთან უკეთესი კავშირების დამყარების გზით, ამავდროულად კი აჩვენებს საწარმოებს ამ სტრატეგიების ეფექტურობას.
პროექტი ხელს უწყობს ისეთი სტრატეგიული პოლიტიკისა და დოკუმენტების შემუშავებას, როგორიც არის ეროვნული მდგრადი სამთო ტურიზმის სტრატეგია, ეროვნული სტანდარტები და კონტროლის მექანიზმები. იგი კოორდინაციას უწევს შეფასების პროცესის მსვლელობას იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნებსა თუ რეგულაციებს და მიღებული შედეგების მიხედვით შეიმუშავებს რეკომენდაციებს. ასევე, პროექტი დახმარებას უწევს ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების პროცესს.
პროექტის სპეციფიკური მიზანია მაკროეკონომიკური ჩარჩოს განვითარება და საჯარო პოლიტიკის უკეთ განსაზღვრა საქართველოში ინვესტიციების კლიმატის გამოცოცხლების მიზნით, ასევე, მთავრობის მიერ სტრუქტურული რეფორმების შემუშავებისა და განხორციელების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს მეწარმე ქალებსა და კაცებს ბიზნესის შექმნისა და მართვის პროცესში.
ევროკავშირის მოქმედ პოლიტიკასთან საქართველოს უკეთ დაახლოების კონტექსტში, პროექტი მხარს უჭერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ რეგიონული პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების პროცესს. სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, რათა გაუმჯობესდეს მათი მონიტორინგისა და შეფასების კომპეტენციები რეგიონული პოლიტიკის სფეროში. ასევე, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, პროექტი ხელს უწყობს რეგიონული განვითარების სააგენტოების შექმნასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.
ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებსა და კომპანიებს რუსთავიდან საშუალება აქვთ, მიმართონ რუსთავის მერიის ჩატბოტს, რათა მიიღონ ინფორმაცია მათ ეკონომიკურ საქმიანობათან დაკავშირებული შეზღუდვებისა და რეგულაციების შესახებ. სი-ბოტი ამარტივებს დიალოგს ქალაქსა და ბიზნესის დაწყების მსურველთა შორის. ასევე, უფრო ადვილია ისეთი პროცედურების გავლა, როგორიცაა რეგისტრაცია თუ სამშენებლო ნებართვის აღება. ჩატბოტი 1000-ზე მეტ კითხვას ამუშავებს ისეთი მუნიციპალური სერვისების შესახებ, როგორიცაა საჯარო ინფორმაცია, სოციალური პროგრამები, არქიტექტურული სერვისები და სხვა.
პროექტი ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგზე დაფუძნებული ადგილობრივი პარტნიორობისა და ქსელების შექმნას, რათა შემუშავდეს განვითარებისა და სამუშაო ადგილების ზრდისკენ მიმართული ზომები. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების ჩამოყალიბებისა და განხორციელების, ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ინიციატივა მიესალმება ბიზნესის მხარდაჭერის საბჭოების შექმნასა და გაცვლით მისიებს, სამოქალაქო საზოგადოების მოქმედ პირებთან ურთიერთობას ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის გამოსავლენად, „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომას, რათა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები ეზიარონ საუკეთესო პრაქტიკას და სამუშაოს ახალ მიდგომებს.
პროექტი ერთმანეთთან აკავშირებს მთავრობასა და ბიზნესს, რათა განსაზღვრონ და განავითარონ კლასტერები - სამთავრობო დაწესებულებებმა (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი) და ისეთმა დაინტერესებულმა მხარეებმა, როგორებიცაა საწარმოები და მეწარმეები, საერთო და სექტორული ბიზნეს ასოციაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული ასოციაციები და სავაჭრო გაერთიანებები, ერთად იმუშაონ კერძო სექტორის განვითარებაზე.
პროექტი აუმჯობესებს მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიურად ჩართული ადამიანების და ინსტიტუტების კოორდინირებულ წვდომას პოტენციალის ამაღლების კუთხით მიმართულ შესაძლებლობებზე, რათა შემუშავდეს განათლების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ერთობლივი სწავლის შესაძლებლობას. იგი ერთობლივად თანამშრომლობს ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან, თვითმმართველობასთან, კერძო სექტორთან, მწარმოებლებთან, რათა ხელი შეუწყოს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
პროექტი თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საველე აგენტების ჩათვლით – რეგიონული საინფორმაციო ცენტრები (RIC) და საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრები (ICCs); პოლიტიკის განმახორციელებელი ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (APMA) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (ACDA) - და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან, ფერმერებთან, ფერმერთა ასოციაციებთან, კოოპერატივებთან, სოფლის საწარმოებთან და მეწარმეებთან, სოფლად მცხოვრებ ოჯახებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გაძლიერდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პრაქტიკის დამკვიდრებით.
პროექტი მხარს უჭერს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, სათემო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის, რათა გაუმჯობესდეს სოფლის განვითარების პოლიტიკა და მმართველობა, მრავალფეროვანი გახდეს სოფლის ეკონომიკა, დაინერგოს მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკა და გაუმჯობესდეს სოფლის მეურნეობაში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტი განამტკიცებს თანამშრომლობას ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს, სხვა შესაბამის სამინისტროებს, ცენტრალურ ბანკებს, ბიზნეს ასოციაციებს, პარტნიორებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის სფეროებში სტრუქტურული რეფორმების შემუშავებისა და განხორციელებისთვის.
პროექტი ხელს უწყობს პარტნიორობას დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოციალურ პარტნიორებს, ეკონომიკური ინტერესების ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვათა შორის, რათა ამაღლდეს რეგიონული განვითარების პოლიტიკის ხარისხი და ეფექტურობა. პროექტი მხარს უჭერს ამ დაინტერესებულ მხარეებს, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკის პროცესში, შეიმუშაონ და წარმოადგინონ საკუთარი წინადადებები.
პროექტის „ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება ინოვაციისათვის“ ფარგლებში, კვლევით ინსტიტუტებს შეუძლიათ, ისარგებლონ ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამით და დაადგინონ, აქვს თუ არა მათ ინოვაციურ იდეას ბიზნესად გარდაქმნის პოტენციალი. ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ქართული სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის მიზნით, მეცნიერები და კომერციალიზაციის გუნდი კომპეტენციებს ტრენინგების მეშვეობით განივითარებენ.
პროექტი მჭიდროდ უჭერს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ჩამოყალიბდეს ორგანიზაციად, რომელიც საქართველოს ინოვაციისა და მეწარმეობის პოლიტიკისა და პრაქტიკის კოორდინაციას უზრუნველყოფს. ტექნიკური დახმარების პროექტი სააგენტოს ეხმარება, განავითაროს ინსტიტუციური შესაძლებლობები, განსაზღვროს და განახორციელოს ინოვაციური და სამეწარმეო საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები, შეაფასოს საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კერძო სექტორში ტექნოლოგიების ტრანსფერის შესაძლებლობები, გააუმჯობესოს ინოვაციურ, დამწყებ კომპანიებში ინვესტიციისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები.
პროექტი მთავრობას ეხმარება სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში და შედეგების შესაფასებლად ეფექტურობის მთავარი მაჩვენებლების განსაზღვრაში, ხელს უწყობს პოლიტიკის მომზადების პროცესის გაძლიერებას სახელმწიფო და კერძო მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფით, ეხმარება სახელმწიფო უწყებებს კონკურენტუნარიანობის რეფორმებისა და მიზნობრივი პოლიტიკური გეგმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე, ბიზნეს სტატისტიკის წარმოების, ანალიზისა და გავრცელების სფეროებში.
პროექტი მჭიდროდ მუშაობს სამთავრობო დაწესებულებებთან (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან), რათა გაუმჯობესდეს პოლიტიკის შემმუშავებლების შესაძლებლობები, განსაზღვრონ და განავითარონ კლასტერები.
პროექტი მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიურად ჩართულ ადგილობრივ თვითმმართველობებთან მუშაობს, რათა უზრუნველყოს პოლიტიკის შემქმნელების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის რეგულაციების შესახებ და განავითაროს მათი პოტენციალი შესაბამისი სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოების შემუშავების მიმართულებით, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების უზრუნველსაყოფად.
პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა ხელი შეუწყოს ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას და 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას. იგი უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს, მენეჯმენტის პრაქტიკასა და ტექნიკურ ცოდნას სამინისტროსა და მისი სააგენტოებისთვის, მდგრადი პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის უფრო კონკურენტუნარიანად ქცევის მიზნით.
პროექტი მიზნად ისახავს სოფლის განვითარების პოლიტიკისა და მმართველობის გაუმჯობესებას, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციას, მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრებას და ყველა დაინტერესებული მხარის, ადგილობრივი თემების ჩართულობის გაზრდას სოფლის განვითარებაში. პროექტი კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა (MEPA) და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს ეფექტურ მმართველობას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის, სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის, სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმისა და სხვა შესაბამისი პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად აღსრულების მიმართულებით.
პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას, შექმნას ქვეყნისა და მისი ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო, რეგიონული უთანასწორობის დასაძლევად. პროექტი მხარს უჭერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ რეგიონული პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების პროცესს, ევროკავშირის მოქმედ პოლიტიკასთან საქართველოს უკეთ დაახლოების კონტექსტში. იგი ხელს უწყობს რეგიონული განვითარების სტრატეგიების ეფექტურ განხორციელებას და დაინტერესებული მხარეების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას, ქვეყნის მასშტაბით ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით. პროექტი სამინისტროს რეგიონული განვითარების სააგენტოების შექმნაშიც ეხმარება.