პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს აცნობს საუკეთესო გამოცდილებას და სთავაზობს მხარდაჭერას პროექტების განხორციელების პროცესში. მათ შეუძლიათ მიიღონ ბიზნეს რჩევები, რაც გაზრდის მათ ტექნიკურ, მენეჯერულ, საბაზრო ცოდნასა და საინვესტიციო პროექტების განვითარების უნარებს, ასევე დაეხმარება, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ინდუსტრიის სპეციალიზებული კონსულტანტები გასცემენ რჩევებს ენერგოეფექტური ან ეკოლოგიურად სუფთა გამოცდილების შესახებ.
პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ საკონსულტაციო მომსახურება, რათა გააძლიერონ თავიანთი ტექნიკური და მენეჯერული უნარები და გაიღრმავონ საბაზრო ცოდნა. პროექტი ასევე ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც ახალ დანადგარებსა და ტექნოლოგიებში დებენ ინვესტიციებს, რათა მათი საქმიანობა შეესაბამებოდეს, როგორც ევროკავშირის დირექტივებს, ისე ახალ სანიტარულ, ფიტოსანიტარულ, ტექნიკურ, ხარისხისა და გარემოსდაცვით სტანდარტებს. მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, გაზარდონ ექსპორტი ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ.
პროექტი ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს ისეთი საბანკო პროექტების შედგენაში, რომლებიც შეესაბამება დაშვების კრიტერიუმებს. მათ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მეტი ცოდნა ფინანსური საკითხების შესახებ, გაიუმჯობესონ მენეჯერული და სამეწარეო უნარები, რაც მომავალში პროექტების განვითარებისთვის გამოადგებათ.
პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ბიზნესგარემო და შექმნას დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობები მთის ტურიზმსა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში. ის ხელს უწყობს ეკონომიკის გაძლიერებასა და მთიან რეგიონებში შემოსავლების ზრდას ისეთი საქმიანობებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ტრენინგები, სასტუმროების მფლობელებისა და გიდების სერტიფიცირების ხელშეწყობა, ორგანული სერტიფიკაცია, მარკეტინგული მხარდაჭერა და პირდაპირი კონსულტაციები.
პროექტი მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებასა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას. ის ეხმარება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ეფექტური კოორდინირება გაუწიოს მთავრობის მიდგომას ინოვაციური პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ. ასევე გააუმჯობესებს ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოში ინოვაციურ და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებში. ეს ზრდის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის და ხელს უწყობს ბაზარზე მეტი ინვესტორის გამოჩენას.
პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს მიიღონ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება ვაჭრობის შესახებ რეგიონში და ევროკავშირის ქვეყნებში. ის ხელს უწყობს ონლაინ პორტალის შექმნას, რომელიც მოიცავს სავაჭრო ინფორმაციას რეგიონულ ჭრილში, ტარიფების, არასატარიფო ღონისძიებების, გადასახადების, ვაჭრობის სტატისტიკისა და პროცედურების შესახებ.
პროექტი უზრუნველყოფს ექსპერტთა/ინჟინერთა საერთაშორისო გუნდის მიერ იმ მცირე და საშუალო მეწარმეების ტექნიკურ დახმარებას, რომლებიც ახალ დანადგარებსა და ტექნოლოგიებში დებენ ინვესტიციებს. კონსულტანტების დახმარებით მათი საქმიანობა ევროკავშირის დირექტივების შესაბამისი იქნება. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ფინანსების უკეთეს ხელმისაწვდომობას და აძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს შეუძლიათ დანერგონ ტექნოლოგიები განახლებადი ენერგიისთვის, წყლის ეფექტურობისთვის, ენერგოეფექტურობისთვის და მასალების ეფექტურობისთვის. პროექტი ეხმარება მათ რესურსების ეფექტურობის აუდიტში, რაც ხელს უწყობს ეფექტურობის ინვესტიციების პრიორიტეტიზაციას, ასევე იმის გაგებას, თუ რა აღჭურვილობა და ფინანსები სჭირდებათ მათ საჭირო ტექნოლოგიების დანერგვისთვის.
ENPARD პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ბიზნეს ორგანიზაციების კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლებას, მათი სურსათის უვნებლობისა თუ ხარისხის სტანდარტების, ინსპექტირებისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესებას.
პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მიზნობრივ დახმარებას საქართველოს აგროგადამუშავების სექტორში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის. შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული აქტივობებისა და საკონსულტაციო მომსახურების მეშვეობით, პროექტი ეხმარება კომპანიებს, შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა. პროექტი ეხმარება ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, დააკმაყოფილონ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებები შერჩეულ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში, ატარებს ტრენინგებს იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელთა გაუმჯობესებაც მიზანშეწონილია, ასევე, ხელს უწყობს ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმებისა თუ ტექნიკური და კომერციული თანამშრომლობის კავშირების შექმნას პროფესიულ ინსტიტუტებსა და სექტორულ ორგანიზაციებს შორის სამიზნე ბაზრებიდან.
პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს მიიღონ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება ვაჭრობის შესახებ რეგიონში და ევროკავშირის ქვეყნებში. ის ხელს უწყობს ონლაინ პორტალის შექმნას, რომელიც მოიცავს სავაჭრო ინფორმაციას რეგიონულ ჭრილში, ტარიფების, არასატარიფო ღონისძიებების, გადასახადების, ვაჭრობის სტატისტიკისა და პროცედურების შესახებ.
საქართველოში ეკონომიკური განვითარების გასაუმჯობესებლად, ევროკავშირი მხარს უჭერს კლასტერების შექმნას, რომლებიც ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს ინდუსტრიაში მოქმედ ბიზნესებთან გაერთიანებაში. შედეგად კი ისინი გახდებიან უფრო კონკურენტუნარიანი ბაზარზე. პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტანსაცმელის წარმოება, მშენებლობა და ტურიზმი შეიძლება გახდნენ კლასტერების წევრები და ისარგებლონ ტექნიკური კონსულტაციით, გააუმჯობესონ პროდუქცია და მომსახურება, მიიღონ დაფინანსება, გააფართოვონ ქსელები, ასევე გააძლიერონ კავშირები საერთაშორისო ბაზართან.
პროექტი ეხმარება ქართველ მეწარმეებს განავითარონ კლასტერები და დაუკავშირდნენ ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლებს მარკეტინგისა და ინოვაციების გასაძლიერებლად, ასევე საჯარო და კერძო დიალოგის გასაუმჯობესებლად და ევროკავშირთან კავშირების დასამყარებლად.