პროექტი გულისხმობს მთავრობასთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად კლასტერების ჩამოყალიბებისთვის მუშაობას. ის მხარს უჭერს იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სტრატეგიული ინვესტიციები და კავშირები დიასპორულ ჯგუფებთან. პროექტის მიზანია კავშირების გაძლიერება და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ბიზნესისთვის სამართლიანი და სწრაფი სამართალწარმოებისა და უფრო მოდერნიზებული ფინანსური ინფრასტრუქტურის საშუალებით. ასევე გულისხმობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, უფრო ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნეს მოდელების გამოყენებით.
პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ბიზნესგარემო და შექმნას დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობები მთის ტურიზმსა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში. ის ხელს უწყობს ეკონომიკის გაძლიერებასა და მთიან რეგიონებში შემოსავლების ზრდას ისეთი საქმიანობებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ტრენინგები, სასტუმროების მფლობელებისა და გიდების სერტიფიცირების ხელშეწყობა, ორგანული სერტიფიკაცია, მარკეტინგული მხარდაჭერა და პირდაპირი კონსულტაციები.
პროექტის მიზანია სოფლებში სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარების ხელშეწყობა და სოფლად მცხოვრები ადამიანებისათვის მეტი შესაძლებლობების შექმნა. პროექტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ანელებს სოფლის განვითარებას და ზიანს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას. მისი მიზანია გააუმჯობესოს სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვა და სოფლის ეკონომიკური დივერსიფიკაცია, დასაქმება და მომსახურება. პროექტი ასევე მხარს უჭერს უფრო მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოს მიზნობრივ რაიონებში, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
სოფლის მეურნეობებს, კოოპერატივებსა და სხვა მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოს სოფლებში შეუძლიათ მიიღონ მეტი შესაძლებლობები განვითარებისთვის და გაზარდონ ფინანსებზე წვდომა. პროექტი გასცემს გრანტებს და ეხმარება საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ, ის საერთაშორისო სასოფლო -სამეურნეო ბაზრებზე.
პროექტი გულისხმობს მთავრობასთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად კლასტერების ჩამოყალიბებისთვის მუშაობას. ის მხარს უჭერს იმ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სტრატეგიული ინვესტიციები და კავშირები დიასპორულ ჯგუფებთან. პროექტის მიზანია კავშირების გაძლიერება და სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება.