პროექტის „კონსულტაცია მცირე ბიზნესისთვის“ ფარგლებში, მეწარმეებს შეუძლიათ, მიიღონ ბიზნესის გარდაქმნისთვის საჭირო ინფორმაცია, საკონსულტაციო მომსახურება და რჩევა ისეთ დარგებში, როგორიცაა სტრატეგია, მარკეტინგი, ოპერაციული საქმიანობა, ხარისხის მართვა, ენერგოეფექტურობა, ფინანსური მენეჯმენტი და სხვა.
პროექტის „ფინანსური სექტორის ინსტიტუციების მშენებლობა და კრიზისზე რეაგირება“ ფარგლებში, მეწარმეებს, განსაკუთრებით კი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს, შეუძლიათ, ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით სავაჭრო დაფინანსების საბანკო საკითხებზე, ასევე, ინფორმაციით თანამედროვე კომერციული დაფინანსების საბანკო უნარ-ჩვევებზე, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სექტორის წარმატებული მუშაობისა და ეფექტურობის გაუმჯობესებისკენ მიმართული იმ აქტივობების შედეგად, რაც საწარმოების დაფინანსებაზე უკეთეს წვდომას განაპირობებს.
„DCFTA-ს მცირე და საშუალო მეწარმეობის პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმის“ ფარგლებში, მცირე და საშუალო საწარმოებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და მომსახურების, უძრავი ქონებისა და ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების და სხვა სფეროებიდან, შეუძლიათ, მიიღონ დახმარება სარგებლიანი საინვესტიციო პროექტების განსაზღვრის მიმართულებით მიმართულებით, ასევე, მიიღონ კონსულტაცია საწარმოების მმართველობის სტრუქტურის გაუმჯობესებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის განხრით. მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ, მიიღონ მხარდაჭერა სიცოცხლისუნარიანი საინვესტიციო პროექტების, ბიზნეს გეგმებისა და ფინანსური ანგარიშგების შემუშავების მიმართულებით. ხელმისაწვდომია ინდუსტრიის სპეციფიკური კონსულტანტების გამოცდილება და რჩევები ენერგოეფექტური ან ეკომეგობრული პრაქტიკის შესახებ.
EU4Business - EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია, მიიღოს კონსულტაცია ახალი სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, ტექნიკური და ხარისხის სტანდარტების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მათ, მეტად შესაბამისობაში იყვნენ როგორც DCFTA-ის მოთხოვნებთან, ასევე გარემოს დაცვის ღონისძიებებთან. აღნიშნული, თავის მხრივ, სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მომხმარებელს და ხელს შეუწყობს ექსპორტს როგორც ევროკავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
EU4Business – EBRD-ის საკრედიტო ხაზის II ფაზის ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებს შეუძლიათ, ისარგებლონ ბიზნეს კონსულტაციით ტექნიკური, მმართველობითი, საბაზრო ცოდნისა და საინვესტიციო პროექტის განვითარების პოტენციალის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მათ DCFTA-ის მოთხოვნებთან უკეთესი შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
პროექტის „DCFTA-ს ინიციატივა აღმოსავლეთი (EIB)“ ფარგლებში, მცირე და საშუალო საწარმოებს აგრარულ-კვებითი სექტორიდან საშუალება აქვთ, ისარგებლონ საკონსულტაციო სერვისებით რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება აგრარულ-კვებითი მრეწველობის ღირებულებითი ჯაჭვის განვითარებაზე.
„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში, კერძო სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, დაესწრონ ტრენინგებისა და ვორქშოფების სერიას, სადაც ისინი მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას ქართული სანერგე წარმოების საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკებთან დაახლოების შესახებ.
ევროკავშირის პროექტის „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ ფარგლებში, ადგილობრივ ინიციატივებს მდგრადი გასტრონომიული ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეუძლიათ, განავითარონ კავშირები. ადგილობრივ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ცოდნა, გაეცნოს თანამშრომლობისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს, ასევე, დაამყაროს ახალი კონტაქტები.
ევროკავშირის პროექტის „სოფლის მეურნეობის სექტორის გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III)“ ფარგლებში, სოფლად არსებულ შინამეურნეობებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ, ისარგებლონ კონსულტაციებით მომსახურებისა და წარმოების გაუმჯობესების თაობაზე. მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის საპილოტე ღონისძიებაში, მათ შორის, ფერმერების დემონსტრაციულ გამოფენებში, ჩაერთონ მეწარმეებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გათვალისწინებულ საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობებში,
ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა (ENPARD III)“ ფარგლებში, სოფლად არსებულ შინამეურნეობებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ, ისარგებლონ სპეციალური საპილოტე ინიციატივებით, რომლებიც ხორციელდება ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ბორჯომის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, სოფლის ეკონომიკური დივერსიფიკაციის, დასაქმებისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
“ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის სოფლის განვითარების ერთობლივი პროგრამის II ფაზის (ENPARD III აფხაზეთის კომპონენტი)” ფარგლებში, მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებსაც მართავენ სოფლად მცხოვრები ის ადამიანები, ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტითა თუ ძალადობრივი ქმედებებით დაზარალდნენ, შეუძლიათ ისარგებლონ შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული აქტივობებით, ტექნიკური დახმარებით, პარტნიორობითა და ცოდნის გაზიარებით.
ENPARD–ის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესს შეუძლია, გააუმჯობესოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები, შემოწმებისა და კონტროლის პროცედურები. ENPARD მიზნად ისახავს სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციის, სექტორის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესების გზით.
აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის – EU4Business ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს აგროგადამუშავების სექტორში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ხილისა და ბოსტნეულის, არაალკოჰოლური სასმელების, დამუშავებული თხილის, მშრალი ხილის, სანელებლებისა (დაფნის ფოთოლი) და ჩაის მიმართულებით მუშაობენ, შეუძლიათ, არჩეული ღირებულების ჯაჭვებისა და საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობების ანალიზით ისარგებლონ. შერჩეულ კომპანიებს საშუალება აქვთ, ქოუჩინგით, ტრენინგითა და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებით, სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობით, კომპანიების ურთიერთთანამშრომლობით (B2B), სასწავლო ვიზიტებით და კავშირების გაღრმავებით ისარგებლონ. პროექტი ექსპორტიორ და საექსპორტოდ მზადმყოფ მცირე და საშუალო საწარმოებს დამატებითი ღირებულების მქონე საქონლის საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად წარმოებასა და ევროკავშირის ბაზრებთან დაკავშირებაში ეხმარება.
EU4Business ინიციატივის ფარგლებში, მეწარმეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს, რომელიც რეგიონში დავის მოგვარების ეფექტური ინსტიტუტია, და მოიძიონ ამომწურავი ინფორმაცია საერთაშორისო დავების, მასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, პროცედურების, ხარჯებისა და იურიდიული მომსახურების შესახებ.
ქალების ხელმძღვანელობით მომუშავე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს შეუძლიათ, ისარგებლონ პროგრამით „ქალები ბიზნესში“, რათა ჰქონდეთ წვდომა ფინანსებსა და ნოუ-ჰაუზე, რომელიც მათ ზრდა-განვითარებისათვის სჭირდებათ.
ევროკავშირის პროექტის “ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის” ფარგლებში, შესაფუთი მასალების მწარმოებლებს შეუძლიათ, ჰქონდეთ წვდომა სავაჭრო ტექნოლოგიებსა და ისეთ დამხმარე სერვისებზე, როგორიცაა ადგილობრივი და საერთაშორისო მოწყობილობების/ტექნოლოგიის მწარმოებელთა და მომწოდებელთა მონაცემთა ბაზა, წვდომა ISO/საკვების უსაფრთხოებისა და სხვა სახის სერტიფიკატებზე, აუდიტორულ სერვისებზე, კომპანიის რესურსების დაგეგმვაზე/ბიზნეს პროცესის ავტომატიზაციაზე, ეროვნულ/საერთაშორისო გამოფენებზე და სხვა რელევანტურ ღონისძიებებზე.
ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, ავეჯის მწარმოებლებსა და დიზაინერებს შეუძლიათ, მიმართონ ქართული ავეჯის კლასტერს და მიიღონ მხარდაჭერა DCFTA-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების, ბიზნესის განვითარების, ვაჭრობისა და ექსპორტის მიმართულებით.
ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, კინოინდუსტრიის კომპანიებს შეუძლიათ, მიმართონ ქართულ კინოკლასტერს და ისარგებლონ პარტნიორობისა თუ სხვა ახალი შესაძლებლობებით როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. აუდიოვიზუალური ინდუსტრიის კომპანიებს შეუძლიათ, დაამყარონ კავშირები ქართველ და საერთაშორისო კინოპროდუსერებთან და გაეცნონ ტრენინგისა და სტაჟირების ახალ შესაძლებლობებს.
ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, ICTკომპანიებს შეუძლიათ, ისარგებლონ მხარდაჭერით ბიზნესის განვითარებისა და ბაზრის მასშტაბის გაფართოების მიმართულებით, ასევე ტრადიციული ინდუსტრიების ციფრული განვითარების ხელშეწყობით, რაც მათი პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას განაპირობებს. მცირე და საშუალო საწარმოებს შეუძლიათ, გაეცნონ ახალ შესაძლებლობებს, დაამყარონ პარტნიორობა და განავითარონ უნარები გაყიდვებისა და ექსპორტის სფეროში. შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული აქტივობების ფარგლებში, ICT კომპანიები საგანმანათლებლო პროგრამებით ისარგებლებენ.
პროექტის “ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის” ფარგლებში, შესაფუთი მასალების მწარმოებლებს შეუძლიათ, ჰქონდეთ წვდომა ტექნოლოგიებსა და დამხმარე სერვისებზე. მათ შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც ინდუსტრიის მდგომარეობისა და გამოკვეთილი ტენდენციების პერიოდული მიმოხილვით, ტრენინგებითა და აქტივობების პოპულარიზაციით, ასევე ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის – უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში“ ფარგლებში, მცირე და საშუალო კომპანიებს ტანსაცმლის წარმოების, სამშენებლო მასალებისა და ტურიზმის სექტორებიდან საშუალება აქვთ, იმავე ინდუსტრიის წარმომადგენელ სხვა ბიზნესებთან თუ ასოციაციებთან გაერთიანების გზით, გახდნენ უფრო კონკურენტული და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი. კლასტერში გაერთიანების შედეგად, ისინი ისარგებლებენ ტექნიკური კონსულტაციით, რაც ხელს შეუწყობს სამეწარმეო პროცესის, ხარისხისა და მდგრადობის გაუმჯობესებას, სტანდარტებისა და ნორმების დაცვას, პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარებას, საერთაშორისო ბაზრებთან კავშირების დამყარებასა და ექსპორტს.
ევროკავშირის პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის – უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში“ ფარგლებში, ტანსაცმლის მდგრადი წარმოების კლასტერში „დამზადებულია საქართველოში“ გაწევრიანების გზით, მცირე და საშუალო მეწარმეებს ტანსაცმლის წარმოების სექტორიდან შეუძლიათ, ისარგებლონ იმავე ინდუსტრიის წარმომადგენელი წევრების ტექნიკური რჩევებით, რაც ხელს შეუწყობს სამეწარმეო პროცესის გაუმჯობესებას, საერთაშორისო ბაზრებთან კავშირების დამყარებასა და ექსპორტს.
ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ფერმერებს და მეწარმეებს საშუალება აქვთ, მიმართონ ბოლნისის აგროცენტრს და ისარგებლონ შესაფუთი მობილური ტექნიკით ხილის, ბოსტნეულის, ყველის, ხორცისა თუ ღვინის წარმოებისთვის. ცენტრი ფერმერებს ეხმარება, აგროსექტორში წარმოებული პროდუქცია გახადონ მარკეტინგული თვალსაზრისით მეტად გაყიდვადი, იძიებს ბაზრებს იმისთვის, რომ ბოლნისში წარმოებული პროდუქციის რეალიზაციით მეტი კომპანია დაინტერესდეს. აგროცენტრში მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები, რათა ფერმერები გაეცნონ სახელმწიფოსა თუ კერძო სექტორის მიერ დაგეგმილ სიახლეებს, მიიღონ იურიდიული მომსახურება და ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების, პროექტის მომზადებისა და სხვა საჭირო სიახლეების შესახებ.
ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ქართველ მეწარმეებსა და მცირე და საშუალო კომპანიებს შეუძლიათ, მიმართონ „სპარკსს", ბიზნეს-აქსელერატორს, რათა მიიღონ გამოცდილება და ცოდნა თავიანთი ბიზნესის გაძლიერების მიმართულებით. სპარკი მათ სთავაზობს რესურსს თავიანთი იდეების განვითარებისათვის.
ENPARD პროგრამის ფარგლებში, აგრარულ სექტორში დაკავებულ და სოფლად მცხოვრებ მეწარმეებს შეუძლიათ, მოიძიონ მათთვის საინტერესო ღონისძიებები, მიმდინარე პროექტები, წინადადებები, გრანტები და პროგრამები. საქართველოში ENPARD პროგრამის მიზანია სოფლის რეგიონებში სიღარიბის შემცირება და საქართველოში სოფლის განვითარების ხელშეწყობა, სოფლის განვითარების პოტენციალის ამაღლება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ფარგლებს გარეთ ადამიანებისათვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების შექმნა.
კონკრეტული საპილოტე ინიციატივები ხორციელდება ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ბორჯომის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
ევროკავშირის პროექტის „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ ფარგლებში, ადგილობრივ ბიზნესებს და სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, ითანამშრომლონ განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. GRETA ჰაბი აწყობს ყოველწლიურ მასშტაბურ შეხვედრებს სამიზნე მუნიციპალიტეტებში, რომელიც ღიაა ყველა დაინტერესებული მწარმოებლისთვის, რათა შედგეს წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა მეწარმესა და სექტორის წარმომადგენელთა შორის.
პროექტი მხარს უჭერს მთელ რიგ ორგანიზაციებს, საერთო და სექტორულ ბიზნეს ასოციაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიულ ასოციაციებს და სავაჭრო გაერთიანებებს, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტული კლასტერების განვითარებაში, რათა გააუმჯობესოს გეოგრაფიულად შეზღუდული ღირებულების ჯაჭვები კლასტერების კოორდინირების, მარკეტინგის, ინოვაციების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და სხვა მიმართულებების კუთხით.
პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მიზნობრივ დახმარებას საქართველოს აგროგადამუშავების სექტორში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის. შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული აქტივობებისა და საკონსულტაციო მომსახურების მეშვეობით, პროექტი ეხმარება კომპანიებს, შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა. პროექტი ეხმარება ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, დააკმაყოფილონ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებები შერჩეულ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში, ატარებს ტრენინგებს იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელთა გაუმჯობესებაც მიზანშეწონილია, ასევე, ხელს უწყობს ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმებისა თუ ტექნიკური და კომერციული თანამშრომლობის კავშირების შექმნას პროფესიულ ინსტიტუტებსა და სექტორულ ორგანიზაციებს შორის სამიზნე ბაზრებიდან.
ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს, ფერმერთა ასოციაციებს, კოოპერატივებს, სასოფლო საწარმოებსა და მეწარმეებს, სოფლად მცხოვრებ ოჯახებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, ისარგებლონ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში - ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ბორჯომის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, ასევე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების საქმიანობით.
ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა (ENPARD III)“ ფარგლებში, ადვოკატირების სახელმძღვანელო შექმნილია სოფლის განვითარების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სოფლის სათემო კავშირების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG), ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა ადგილობრივ დონეზე მოქმედი გაერთიანებების წარმომადგენელთათვის. სახელმძღვანელო არის პრაქტიკული გზამკვლევი, რომლის მიზანია ადვოკატირების პროცესის ხელშეწყობა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე სოფლის ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის.
პროექტი თანამშრომლობს არაერთ ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციასთან, სამოქალაქო თუ ახალგაზრდული ჯგუფების ჩათვლით, რათა უზრუნველყოს იმ პროდუქციისა თუ სერვისების თვალსაჩინოებისა და მდგრადობის გაძლიერება, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები, საოჯახო სასტუმროების მფლობელები და ტურისტული თუ სხვა სერვისების მიმწოდებლები ქმნიან, ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციით, დასაქმებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ENPARD პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ბიზნეს ორგანიზაციების კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის ამაღლებას, მათი სურსათის უვნებლობისა თუ ხარისხის სტანდარტების, ინსპექტირებისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესებას.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის სოფლის განვითარების ერთობლივი პროგრამის II ფაზის (ENPARD III აფხაზეთის კომპონენტი) ფარგლებში, ბიზნეს ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებსაც მართავენ სოფლად მცხოვრები ის ადამიანები, ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტითა თუ ძალადობრივი ქმედებებით დაზარალდნენ, შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ აფხაზეთში სოფლის თემების მდგრადობის გაზრდაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების „ქვემოდან ზემოთ“, ინტეგრირებული, გენდერულად მგრძნობიარე და ეკოლოგიურად მდგრადი მიდგომის მეშვეობით.
პროექტი ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს უზრუნველყოფს ბიზნესის გარდაქმნისთვის საჭირო ინფორმაციით, რათა მათ მცირე და საშუალო მეწარმეებს მიაწოდონ საკონსულტაციო მომსახურება და რჩევა ისეთ დარგებში, როგორიცაა სტრატეგია, მარკეტინგი, ოპერაციული საქმიანობა, ხარისხის მართვა, ენერგოეფექტურობა, ფინანსური მენეჯმენტი და სხვ.
ევროკავშირის პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური აქტორების გაძლიერება აფხაზეთში სოფლის ძირითადი მდგრადი განვითარებისათვის“, ENPARD II-ის ფარგლებში, ადგილობრივ ფერმერებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს აფხაზეთში შეუძლიათ, მიმართონ სოფლის განვითარების ასოციაციას (RDA), რათა გააფართოონ თავიანთი მომსახურება, ინსტრუმენტები და ტექნიკური უზრუნველყოფა არამხოლოდ სოფლის მეურნეობის ფართო სპექტრში, გაზარდონ თავიანთი ბიზნესის შესაძლებლობები, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და ცოდნა ტრენინგისა თუ ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით. RDA აძლიერებს თანამშრომლობასა და პარტნიორობას ადგილობრივ თემებს შორის.