You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

18-24 მაისს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის კონსულტანტი ეწვევა თხილისა და ჩირის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს თბილისსა და ზუგდიდში. ვიზიტის მიზანია განისაზღვროს და საბოლოოდ შემუშავდეს მოქმედების ინდივიდუალური სტრატეგიები, რომელთა გამოყენებითაც აღნიშნული კომპანიები შეძლებენ ევროკავშირის მყიდველებთან ურთიერთობას. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული ტრენინგიც.

ვიზიტი და ტრენინგი ორგანიზებულია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის პროექტის „მზაობა ვაჭრობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი EU4Business ინიციატივის შესაბამისად.

ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტი შეხვდება პროექტის ბენეფიციარ ათ კომპანიას, მათ შორის თხილის მწარმოებელ რვა კომპანიასა და ჩირის მწარმოებელ ორ კომპანიას საქართველოს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებიდან. საწარმოების მონახულება და მართვის მეთოდების ინდივიდუალური სწავლება ხელს შეუწყობს არსებული სიტუაციის უკეთ შეფასებასა და მოქმედების გეგმის შემუშავებას სამომავლო ექსპორტის განვითარების მიზნით.

ვიზიტის ბოლო დღეს დაგეგმილი ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს თხილის მწარმოებლებს, უკეთ გაერკვნენ ევროკავშირის ბაზრის, კონკურენციისა და ვაჭრობის ძირითად ტენდენციებში. ტრენინგის მონაწილეები ასევე შეიტყობენ, სად და როგორ მოიპოვონ ინფორმაცია ბაზრის შესახებ. ტრენინგზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა პროდუქციის რეალიზაციისა და ახალ კლიენტებთან ურთიერთობის საკითხებს.

პროექტი მზაობა ვაჭრობისთვის, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე საწარმოებთან და ეხმარება მათ უცხოურ ბაზრებზე გასვლაში, განსაკუთრებული აქცენტი კი ევროკავშირზე კეთდება.

უახლესი ამბები
ge
18.03.2024
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის განვითარებას — განსაკუთრებით ქალთა ბიზნესისას და განსაკუთრებით საქართველოს სასოფლო და ყურადღებამოკლებულ დასახლებებში. ამიტომ არ იფიქროთ, თითქოს აუცილებელია, თბილისში ცხოვრობდეთ, გქონდეთ უმაღლესი განათლება ან მოქმედი ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირისგან დახმარება მიიღოთ — პირიქით!
ge
05.02.2024
ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი, „საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“, დაიწყეს.
ge
01.02.2024
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თიბისის ბანკთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ადგილობრივი კერძო სექტორის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე