You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

EU4Business-მა გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის მიერ საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გაწეულ მხარდაჭერას. საქართველოს შესახებ ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია ევროკავშირის მიერ პროგრამის სამი პირორიტეტული მიმართულებით გაწეული დახმარების შესახებ: ფინანსებზე წვდომა, ბიზნესის განვითარების სერვისები და ბიზნესის ხელშემწყობი გარემო.

2019 წელს, ევროკავშირმა  დახარჯა €75.89 მილიონი საქართველოში 36,234 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდასაჭერად, რომელთა ერთ-მესამედსაც ქალები ფლობენ. შედეგად, შეიქმნა 31,443 ახალი სამუშაო ადგილი და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა მცირე და საშუალო საწარმოებმა საქართველოში შეძლეს, გამოემუშავებინათ €414.8 მილიონი დამატებითი შემოსავალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

2020 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის შესახებ გამოქვეყნდა ანგარიშები

 

უახლესი ამბები
ge
18.03.2024
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის განვითარებას — განსაკუთრებით ქალთა ბიზნესისას და განსაკუთრებით საქართველოს სასოფლო და ყურადღებამოკლებულ დასახლებებში. ამიტომ არ იფიქროთ, თითქოს აუცილებელია, თბილისში ცხოვრობდეთ, გქონდეთ უმაღლესი განათლება ან მოქმედი ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირისგან დახმარება მიიღოთ — პირიქით!
ge
05.02.2024
ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი, „საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“, დაიწყეს.
ge
01.02.2024
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თიბისის ბანკთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ადგილობრივი კერძო სექტორის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე