You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ინიციატივა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ და გერმანიის მთავრობის პროექტის ფინანსური დახმარებით, ქართული სტარტაპ-კომპანია „დოქტორ გუდსი“ ერთი კვირის ვადაში 40 ათასი სამედიცინო ხალათის წარმოებას შეძლებს, რაც ქვეყანას COVID-19-ის პანდემიის გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება.

სამედიცინო ტექსტილის ქართულმა საწარმომ - „დოქტირ გუდს“-მა ერთკვირიან ვადაში 40 ათასი სამედიცინო ხალათის წარმოება მას შემდეგ შეძლო, რაც ევროკავშირის ინიციატივა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მიერ განცხორციელებული პროექტის - „კლასტერები განვითარებისთვის“ დახმარებით 12 ახალი საკერავი მანქანა შეიძინა.

მანამდე არსებული სიმძლავრეებით, რაც 6 მანქანას მოიცავდა, კომპანია ვერ შეძლებდა ბაზარზე კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

გაზრდილი სიმძლავრეების ხარჯზე, კომპანია დღეს უკეთ შეძლებს წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყანაში ამ ტიპის ქირურგიული პროდუქციის ნაკლებობის აღმოფხვრის საქმეში.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მუშაობს, რათა დაეხმაროს ქვეყანას კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული უპრეცედენტო გარემოებების პირობებში. ეს დახმარება ასევე გულისხმობს სპეციალური ზომების შემუშავებას ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც საჭირო სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას ქმნიან, მათ ბიზნეს მხარდაჭერას წარმოების გაგრძელებისა და მუშა-ხელის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიმართულებებით. „დოქტორ გუდსი“ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ შევძელით სწრაფი რეაგირება და დავეხმარეთ კომპანიას არსებული სირთულეების დაძლევისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის საქმეში, რასაც კომპანიამ ეფექტიანად მიაღწია“ – აღნიშნა  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„მოხარული ვართ, რომ „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივისა და GIZ-ის პროექტის დაფინანსებით შევძელით წარმოების დამატებითი მანქანებით აღჭურვა, რამაც საშუალება მოგვცა საკმაოდ მოკლე ვადაში გვეწარმოებინა უფრო დიდი მოცულობის პროდუქცია. კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ჩვენი კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება, მოიზიდოს დამატებითი კვალიფიციური მუშა-ხელი, კერძოდ, ისინი, ვინც ამ კრიზისის დროს უმუშევარი დარჩა - რვა ახალი თანამშრომელი უკვე დავასაქმეთ და მზად ვართ გაცილებით მეტიც მივიღოთ. გარდა ამისა, წარმოების ხაზსაც ვაფართოებთ და უკვე სამედიცინო პირბადეების წარმოებასაც ვიწყებთ. ჩვენი კომპანია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და იმედი გვაქვს, რომ ამ კრიზისის დაძლევის შემდეგ, ტანსაცმლის მწარმოებელთა კლასტერში გაწევრიანების გზით ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მოპოვების შესაძლებლობაც მოგვეცემა.“ - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა ხადურმა.

ევროკავშირთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კოორდინაციის გზით, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ განიხილავს მთელ რიგ სპეციალურ ზომებს მისი მანდატის ფარგლებში, რომლებიც შემდგომ მხარდაჭერასა და დახმარებას გაუწევენ პარტნიორ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთა საქმიანობაც კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული სირთულეების წინაშე დააყენა.  

კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს და მის სპეციალიზაციას ქირურგიული პროცედურებისთვის და პოსტოპერაციული  მოვლისთვის ერთჯერადი სტერილური და არასტერილური ტექსტილის წარმოება წარმოადგენს, მ.შ. ყველა ტიპის ქირურგიული თეთრეულის ნაკრებები. კომპანია ტანსაცმლის მწარმოებელთა კლასტერში გაწევრიანების მსურველია - ტანსაცმლის მდგრადი წარმოების კლასტერი „დამზადებულია საქართველოში“ პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნება კომპანია წვლილს შეიტანს კლასტერის განვითარებაში, წევრებს შორის სინერგიის შექმნაში, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაში.

პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development) დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ. პროექტი სტიმულირებას უწევს და მხარს უჭერს ბიზნეს კლასტერების შექმნას სამ სექტრორში: ტანსაცმლის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და ტურიზმი. პროექტი ასევე თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან კლასტერული და ბიზნეს განვითარებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ფარგლებში.

უახლესი ამბები
ge
18.03.2024
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის განვითარებას — განსაკუთრებით ქალთა ბიზნესისას და განსაკუთრებით საქართველოს სასოფლო და ყურადღებამოკლებულ დასახლებებში. ამიტომ არ იფიქროთ, თითქოს აუცილებელია, თბილისში ცხოვრობდეთ, გქონდეთ უმაღლესი განათლება ან მოქმედი ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირისგან დახმარება მიიღოთ — პირიქით!
ge
05.02.2024
ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი, „საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“, დაიწყეს.
ge
01.02.2024
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თიბისის ბანკთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ადგილობრივი კერძო სექტორის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე