ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი ქართულ კომპანიებს თიბისი ბანკის საშუალებით დააფინანსებენ

საქართველო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი ქართულ კომპანიებს თიბისი ბანკის საშუალებით დააფინანსებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თიბისი ბანკს ქართული კომპანიების შემდგომი დაკრედიტების მიზნით 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს. ამ დაფინანსების მინიმუმ 70% ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ეკოლოგიურად დაბალანსებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოხმარდება.

გარდა ამისა, ინიციატივის, EU4Business ფარგლებში ევროკავშირი ბენეფიციარ კომპანიებს გრანტებით და უფასო ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფს.

აღნიშნული საკრედიტო პაკეტის დახმარებით კომპანიები საკუთარი პროდუქციის და მომსახურების მოდერნიზაციას შეძლებენ. ეს კი მათ სერვისებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე წარმატების მიღწევის წინაპირობაა.

მხარდაჭერა ინიციატივის, EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში ხორციელდება. ეს არის მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ხელმისაწვდომი ერთობლივი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მიზანია ადგილობრივი კომპანიების ეკოლოგიური დაბალანსება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა. პროგრამის 2016 წელს დაწყებიდან დღემდე ამ საკრედიტო სქემით 170-მა ქართულმა კომპანიამ ისარგებლა.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე