ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (EFSE) გამოაქვეყნა გავლენის ანგარიში დღეს, რომელიც ასახავს ფონდის წარმატებებს მეწარმეების, როგორც მიკრო და მცირე საწარმოების წამყვანი რგოლის მხარდაჭერის კუთხით, რომელიც წამოადგენს ფონდის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ ხერხემალს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (EFSE) მიზნად ისახავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ევროპის აღმოსავლეთ მეზობელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსების გზით, რომელიც წარმოადგენს EU4Business ინიციატივის შემადგენელ ნაწილს – დამატებითი დაფინანსება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის და კერძო პირებისთვის, კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით.
მისი ბოლო ანგარიში, ‘ხარვეზების კორექცია’, ასახავს იმ მნიშნველოვან როლს, როცა ის არა მხოლოდ ხელს უწყობს არსებულ მცირე და საშუალო საწარმოების მტკიცე და ჯანსაღი ფინანსური გარემოს ჩამოყალიბებას, არამედ როცა იგი აკავშირებს დამწყებ მეწარმეებს შესაბამის რესურსებთან და უზრუნველყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საჭიროა ბრწყინვალე იდეების გადასაქცევად წარმატებულ ახალ ბიზნესად. ბილიკები დაიგო ინვესტორებსა და დამწყებ მეწარმეებს, ადგილობრივ ბაზრებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, ინოვაციურ მეწარმეებსა და გამოცდილ მენტორებს შორის, ისევე როგორც თავად მეწარმეებს შორის, რომლებიც წარმოადგენენ პიონერული ინდუსტრიის მომდევნო თაობას.
ანგარიშის წაკითხვა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში როგორც ინტერაქტიული ანგარიში ან გადმოწეროთ სრული PDF.