EFSE-ს მიზანია ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის და მის მეზობელ რეგიონებში დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფით, უმთავრესად, მიკრო და მცირე საწარმოებისა და კერძო საოჯახო მეურნეობების მდგრადი განვითარებისთვის, კვალიფიციური ფინანსური დაწესებულებების მეშვეობით.
EFSE, თავის 2016 წლის წლიურ ანგარიშში, ხაზს უსვამს, რომ განაგრძობს სტარტაპების მხარდაჭერის გაფართოებას პრობლემების დასაძლევად, რომლებსაც განიცდიან ახალი საწარმოები EFSE რეგიონებში, ზონებში, სადაც ეკონომიკურმა სისტემებმა განიცადეს უპრეცედენტო რღვევა. ასევე ნახსენებია, რომ ზოგიერთ ბაზრებზე, წარმატებული მეწარმეობისთვის ჯერ ისევ საჭიროა რიგი ელემენტების გაუმჯობესება, მათ შორის: წვდომა ფინანსებზე, კლასიკური განათლება ბიზნესისადა ფინანსების სფეროებში და ხელშემწყობი გარემოს შექმნა, როგორც სტარტაპებისთვის, ასევე მათ თანმდევ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან.