ეს რეგიონალური მემორანდუმი, მიღებულია East Invest 2-ის პროექტის კონფერენციაზე კიევში 2017 წლის 21 ივნისს,რომელიც შემუშავებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექსი ქვეყნის 200-მდე ბიზნეს-ასოციაციის მონაწილეობით. მემორანდუმი მიმართავს ექვს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებს, ევროკაშირს და დონორთა თანამეგობრობას და შეიცავს რიგ პოლიტიკურ რეკომენდაციებს „ბიზნესის განვითარებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და საუკეთესო შესაძლებელი ბიზნეს-კლიმატის შესაქმნელად“. ის წარდგენილი იქნება მე-4 აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნეს-ფორუმზე ტალინში 2017 წლის ოქტომბერში.
იგი მოუწოდებს ხელისუფლების ორგანოებს სისტემატური დიალოგისკენ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის მონაწილეობით, როგორც მნიშვნელოვანი ელემენტის რეფორმების შემუშავებაში და განხორციელებაში, მემორანდუმი შეიცავს რიგ საკვანძო რეკომენდაციებს რეგიონში არსებული კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტისთვის, მათ შორის:
• მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება და თანასწორობის პირობების უზრუნველყოფა კეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის მეშვეობით
• მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლების ფინანსური კომპეტენციის ამაღლება, რათა მათ შეძლონ სესხებისა და დაფინანსების მოთხოვნის რთული პროცედურების გავლა• ონლაინ პლატფორმის დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომელიც საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო მეწარმეებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მარტივად მიიღონ ინფორმაცია
• საინოვაციო ორგანოების ჩამოყალიბება თითოეულ ქვეყანაში
• ქვეყნებში არსებული პროფესიული კვალიფიკაციის დეფიციტის დაძლევა საგანმანათლებლო რეფორმების მეშვეობით და ბიზნესის წარმომადგენლების ჩართვით სასწავლო გეგმების შემუშავებაში
• საგადასახადო და საბაჟო სისტემების გამარტივება და სტაბილიზაცია მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის და მათ მიმართ თანაბარი მიდგომის უზრუნველყოფა სახელმწიფო და მსხვილ საწარმოებთან შედარებით • მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის დახმარების გაწევა ტექნიკური ბარიერების დაძლევაში მათთვის სტანდარტიზაციის და სერტიფიცირების სერვისებზე უკეთესი წვდომის უზრუნველყოფით.