You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ევროკავშირსა და საქართველოს ძალიან მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება 2016 წლის ივლისში შევიდა ძალაში და მისი მიზანია პოლიტიკური კავშირების დამყარება და ეკონომიკური ინტეგრაცია. გარდა ამისა, ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულებას (DCFTA), ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან ქართველი მოქალაქეები შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ. ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია; ის საქართველოს ყოველწლიურად 350 მილიონი ლარის (120 მილიონი ევრო) ოდენობის საგრანტო დახმარებით უზრუნველყოფს.

ახალი სასარგებლო ინფორმაცია
24.05.2019
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ჯგუფი წარმოგიდგენთ DCFTA ინიციატივის აღმოსავლეთის საგარანტიო მექანიზმის საინფორმაციო ბიულეტენის პირველ გამოშვებას, რომელშიც მიმოხილულია 2018 წლის დეკემბრისთვის მიღწეული პროგრესი. საგარანტიო მექანიზმის მიზანია, უზრუნველყოს გაუმჯობესებული...
02.04.2019
EU4Business-ის პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ 2018 წლის მიღწევების ანგარიში, რომელიც ასახავს საგრძნობ შედეგებს DCFTA კომუნიკაციის, ექსპორტის განვითარების, ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს კლასტერის განვითარების სფეროებში...
02.12.2018
ევროკავშირი, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაფინანსებას, ტრენინგს და ექსპორტის მხარდაჭერას ქართული კომპანიებისთვის ახალი ბაზრების ასათვისებლად.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე