აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) 2009 წელს დაწყებული ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და აღმოსავლეთ სამეზობლოს შემდეგ ექვს ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.
ამ ინიციატივის ფარგლებში ყველა პარტნიორს აღებული აქვს ვალდებულება რეალური სარგებელი მოუტანოს მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში რეგიონის მასშტაბით და მოახდინოს აღნიშნულის დემონსტრირება 2020 წლისთვის 20 შედეგის მიღწევაზე ორიენტირებით ოთხ პრიორიტეტულ სფეროში:
- უფრო ძლიერი ეკონომიკა
- უფრო ძლიერი მმართველობა
- უფრო მტკიცე კავშირები
- უფრო ძლიერი საზოგადოება