EU4Business-ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტის მიერ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დარგის შეფასება. ანგარიშში განხილულია დარგში არსებული სიტუაცია, ზრდის ძირითადი შემაფერხებელი გარემოებები და ურთიერთდახმარების შესაძლებლობა კლასტერული განვითარების მეშვეობით. კერძოდ, დარგის საექსპორტო პოტენციალის შეფასების მიზნით, ანგარიშში აღწერილია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში მოქმედი კომპანიების არსებული ფინანსური, ტექნოლოგიური და ინსტიტუციური მდგომარეობა და ამ კომპანიების მიერ შეთავაზებული პროდუქტები და სერვისები. ანგარიშში ასევე განხილულია ამ დარგში მოქმედი კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები ზრდისა და გაფართოების თვალსაზრისით, მათ შორის მათი პოტენციალის განვითარების საჭიროება ამ გამოწვევების დასაძლევად.