EU4Business-ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტის მიერ განხორციელებული საფეიქრო და ტანსაცმლის დარგის კვლევის მიზანია პრაქტიკული და ყოვლისმომცვლელი ანალიზის წარმოადგენა და ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციისა და ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობების გამოვლენა.
კვლევის თანახმად, საფეიქრო წარმოების შექმნა არ არის რეკომენდებული მაღალი საინვესტიციო ღირებულებისა და დასაქმების დონეზე მინიმალური ეფექტის გამო. თუმცა, ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში აქვს კონკრეტული საექსპორტო პოტენციალი, დაბალი შრომითი დანახარჯების, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშა-ხელის, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და კარგი ლოგისტიკური ბაზის არსებობის გათვალისწინებით. ამასთან, მთავარ გამოწვევას საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა წარმოადგენს. კვლევაში რეკომენდირებულია ხარისხის, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და მდგრადობის სტანდარტების დანერგვა და კლასტერების განვითარება ამ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.