EU4Business-ის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტის მიერ განხორციელებული კვლევა კინოწარმოების შემადგენელი ნაწილის - პოსტ-პროდაქშენის მიმართულებით. კვლევაში აღწერილია დარგში არსებული სიტუაცია, მოცემულია ღირებულებათა ჯაჭვის აღწერა, წახალისების არსებული მექანიზმები და შესაძლებლობები, ასევე, რეკომენდაციები სექტორის განვითარების შესახებ.
კვლევის თანახმად, კინოწარმოების სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიებისთვის პოსტ-პროდაქშენის დარგის რეპუტაცია და საიმედოობა შესაძლოა გაიზარდო ბაზარზე არსებული სისუსტეებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემთხვევაში. რეკომენდებულია მიღებულ იქნას სათანადო ზომები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებისა და პლატფორმების განვითარებისთვის და ასევე, საგადასახადო ტვირთის შემცირებისთვის.