აღმოსავლეთის პარტნიორობა: ევროკავშირი და მეზობელი ქვეყნები ციფრულ ეკონომიკაში თანამშრომლობას უწყობენ ხელს

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
აღმოსავლეთის პარტნიორობა: ევროკავშირი და მეზობელი ქვეყნები ციფრულ ეკონომიკაში თანამშრომლობას უწყობენ ხელს

ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა შეთანხმდნენ ციფრულ ეკონომიკაში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, როუმინგის ხარჯების შემცირებაზე კონკრეტული გზების შემუშავებით, კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ კოორდინირებულ ქმედებებსა და ელექტრონული სერვისების გაფართოებაზე ციფრულ ინდუსტრიაში მეტი სამუშაო ადგილების შემქნის მიზნით.

მინსკში, ბელარუსში, 21-22 ივნისს გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური პარტნიორობის მე-10 დიალოგში" მონაწილეობის დროს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გამოსვლის დროს განაცხადა: „ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან ციფრულ სფეროში, რეგიონის მოქალაქეების სასარგებლოდ. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის პოპულარიზაცია ეკონომიკის გასაძლიერებლად და ელექტრონული სერვისების გასაფართოებლად, ციფრულ ინდუსტრიაში უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში როუმინგული ტარიფების შემცირება და კიბერ დანაშაულსა და კიბერ თავდასხმებთან ბრძოლის პრიორიტეტულობა. ჩვენ ორიენტირებული ვართ კონკრეტული შედეგების მიღებაზე 2020 წლისთვის თანამშრომლობის მკაფიო პროგრამის განხორციელების გზით.

ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა მარია გაბრიელმა განაცხადა: „დღევანდელი არაფორმალური პარტნიორობის დიალოგი ადასტურებს, რომ ჩვენ საერთო ევროპული ციფრული მომავლისკენ მიმავალ სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენ მივესალმებით ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების ვალდებულებას 2020 წლისთვის მიაღწიოს კონკრეტულ შედეგებს და ამით ხელი შეუწყოს ძლიერი ციფრული ეკონომიკის განვითარებას მოქალაქეებისთვის პირდაპირი სარგებლის მოტანით და ციფრულ ტრანსფორმაციის წარმატებით. გაძლიერებული ფართოხაზოვანი კავშირი, როუმინგული ტარიფების შემცირება და კიბერ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მხოლოდ საწყისი ნაბიჯებია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორების შორის გრძელვადიანი ციფრული თანამშრომლობის თვალსაზრისით."

მე-10 არაფორმალურ პარტნიორობის დიალოგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირთან და აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად -სომხეთიაზერბაიჯანიბელარუსისაქართველომოლდოვა და უკრაინა – ბელორუსის რესპუბლიკამ უმასპინძლა.

სამუშაო სესია მოიცავდა ციფრულ ეკონომიკაში სექტორულ თანამშრომლობასა და საგარეო საქმეებს. სამი ძირითადი მიზანი გამოიკვეთა:

1. როუმინგის ხარჯების შემცირების მიზნით კონკრეტული სატარიფო გეგმის შემუშავება;

2. კიბერ საფრთხეების კოორდინირებულად მართვა

3. პოტენციალის კვლევა, რომელიც შეუძლია წაადგეს ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას და შედეგი აისახოს ბიზნესა და მოქალაქეებზე.

ამ უკანასკნელმა, კომისარმა ჰაანმა, ევროპის საგარეო ქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბელიარდმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს მომავლის მკაფიო ხედვა 20 საკითხზე 2020-თვის ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით: 1. ძლიერი ეკონომიკა; 2.უფრო ძლიერი მმართველობა; 3. ძლიერი კავშირი; 4. უფრო ძლიერი საზოგადოება კონკრეტული მიზნები მოიცავს პარტნიორი ქვეყნების ძირითადი TEN-T ქსელის გაფართოებას, ენერგოეფექტურობის გაზრდას, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების ხელშეწყობას და ახალგაზრდების მხარდაჭერას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგი წელიწადში ერთხელ იმართება და მას რიგრიგობით მასპინძლობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები. ისინი ქმნიან გარემოს, სადაც ხდება პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლებს შორის ღია და არაფორმუალურ ვითარებაში შეხედულებების გაზიარება საგარეო პოლიტიკისა და დარგობრივი თანამშრომლობის მიმართულებით.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე