You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

წინამდებარე დოკუმენტში თქვენ გაეცნობით ინფორმაციას ჩვენი ვებსაიტის და სერვისების გამოყენებისას პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების შესახებ და იმას, თუ რა არჩევანი გაქვთ აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით.

თქვენს მონაცემებს ვიყენებთ სერვისების მიწოდებისა და გაუმჯობესებისთვის. ჩვენი ვებსაიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის შეგროვებას და გამოყენებას, წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.

მონაცემთა უსაფრთხოება

ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება EU4Business ინიციატივას, დამუშავდება ევროკავშირის მონაცემთა დაცვისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის კანონებისა და რეგულაციების (რეგულაცია (EC) 45/2001, რეგულაცია (EU) 2016/679 "GDPR", და რეგულაცია (EU) 2018/1725 "IDPR") შესაბამისად. ინფორმაციის გამოყენება მოხდება მხოლოდ EU4Business ინიციატივის შიდა მიზნებთან დაკავშირებით. ინფორმაცია არ გახდება საჯარო წინასწარი თანხმობის გარეშე.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

ჩვენ ვახდენთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შეგროვებას, სხვადასხვა მიზნებისთვის, რათა შევძლოთ მომხმარებლებისა და ვიზიტორებისთვის ჩვენი სერვისების მიწოდება და გაუმჯობესება.

შეგროვებული მონაცემების ტიპები

პერსონალური მონაცემები

შესაძლოა, გთხოვოთ, წარმოადგინოთ გარკვეული პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, რომელსაც გამოვიყენებთ თქვენთან დასაკავშირებლად ან თქვენი იდენტიფიკაციისთვის. ამ მონაცემების წყაროს, შესაძლოა, წარმოადგენდეს ვებ-ფორმები, მათ შორის:

იმისათვის, რომ „წევრის სივრცეში“ შექმნათ ანგარიში, საჭიროა, წარმოადგინოთ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, ინტერესის გამოხატვის, განაცხადების და „ბიზნეს მისიაში“ მონაწილეობასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების დამუშავების მიზნით.

პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, მათ შორის, მოიცავს:

  • სახელი
  • ელ-ფოსტის მისამართი
  • ორგანიზაცია
  • ქვეყანა

მონაცემების გამოყენება

ჩვენ, ასევე, ვაგროვებთ ინფორმაციას ვებსაიტზე წვდომისა და გამოყენების შესახებ. ეს მონაცემები მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენი ვებსაიტის რომელ გვერდებს სტუმრობთ, ვიზიტის დრო და თარიღი, ამ გვერდებზე გატარებული დრო, მოწყობილობის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები. 

ქუქი-ფაილების განთავსება

იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა სათანადოდ იმუშაოს, ზოგ შემთხვევაში თქვენს მოწყობილობაზე ვახდენთ მონაცემების შემცველი ფაილების - ქუქი-ფაილების განთავსებას.

რა არის ქუქი-ფაილები?

ქუქი-ფაილი არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებსაიტი ინახავს თქვენს კომპიუტერზე ან მობილურ მოწყობილობაზე, საიტზე შესვლისას. იგი ჩვენს ვებსაიტს საშუალებას აძლევს, დაიმახსოვროს თქვენი ქმედებები და პრეფერენციები (მაგალითად, საიტზე შესასვლელად საჭირო მონაცემები, ენა, ფონტის ზომა და სხვა პრეფერენციები), რათა საიტზე დაბრუნებისას ან ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლისას თქვენ მათი ხელახლა შეყვანა არ დაგჭირდეთ.

როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს?

ქუქი-ფაილებს ვიყენებთ ვებსაიტის კონტენტის და რეკლამის პერსონალიზების მიზნით, სოციალური მედიისა და მდიდარი მედიის ფუნქციების უზრუნველყოფისა და საიტზე მონაცემთა ტრეფიკის ანალიზისთვის. მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენების შესახებ ინფორმაციას ჩვენ, ასევე, ვუზიარებთ მესამე მხარეებს - სოციალურ მედია საშუალებას, სარეკლამო და ანალიტიკურ პარტნიორებს, რომელთაც ჩვენ ვენდობით.

ჩვენი ვებსაიტი შეიცავს შემდეგი ტიპის ქუქი-ფაილებს:

ვებსაიტის ფუნქციონირების ქუქი-ფაილები

ჩვენ ქუქი-ფაილებს ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ვებსაიტმა იმუშაოს, მათ შორის:

  • დაიმახსოვროს თქვენი საძიებო პარამეტრები

თანხმობის შეცვლა ან უკან გახმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ჩვენს ვებსაიტზე განთავსებული „ქუქი-ფაილების დეკლარაციის“ საშუალებით.

მესამე მხარის ქუქი-ფაილები

ჩვენ ვქირაობთ მესამე მხარეებს (კომპანიებს) ჩვენი სერვისების მიწოდების, სერვისებთან დაკავშირებული სერვისების განხორციელების, ჩვენს ვებსაიტზე თქვენი გამოცდილების გამდიდრების მიზნით ან იმისათვის, რომ გავაანალიზოთ, თუ როგორ ხდება ჩვენი ვებსაიტის გამოყენება.

აღნიშნულ მესამე მხარეებს აქვთ წვდომა თქვენს მონაცემებზე, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დავალებების შესრულების მიზნით. ისინი ვალდებულები არიან, არ გაამჟღავნონ ეს მონაცემები და არ გამოიყენონ ისინი სხვა მიზნებისთვის.

მესამე მხარის ინსტრუმენტები, შესაძლოა, ახდენდეს ქუქი-ფაილების განთავსებას კონტენტის სოციალურ ქსელში გასაზიარებლად, სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომის ან ვებსაიტის ნავიგაციის და სარეკლამო ქცევის დამახსოვრების მიზნით. თქვენ უნდა გაეცნოთ შესაბამისი საიტის პოლიტიკას სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული ქუქი-ფაილების შესახებ.

ჩვენი საიტი ითვალისწინებს მესამე მხარის მიერ უზრუნველყოფილ ფუნქციებს, მათ შორის:

ანალიტიკა

მესამე მხარის სერვის პროვაიდერებს ვიყენებთ ჩვენი ვებსაიტის გამოყენების მონიტორინგის და ანალიზის მიზნით.

  • Google Universal Analytics

Google Analytics არის ვების ანალიტიკის სერვისი.

Google Analytics-ის საშუალებით შეგროვებული მონაცემები შეინახება EU4Business ინიციატივის დასრულებამდე (2016-2020), მხოლოდ და მხოლოდ შიდა ანალიზის და ანგარიშგების მიზნებისთვის.

  • სოციალური მედიის ანონიმური ვიზიტორების ანალიტიკა და მონიტორინგი

ჩვენ ქუქი-ფაილებს ვიყენებთ ვიზიტორების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად, როგორიცაა, მაგალითად, რამდენი მომხმარებელი ეწვია ჩვენს ვებსაიტს, რა ტიპის ტექნოლოგიას იყენებენ ისინი, რა დროს ატარებენ ვებსაიტზე, რომელ გვერდებს ეცნობიან და ა.შ. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს, მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებსაიტი.

რეკლამა და მარკეტინგი

ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება ონლაინ რეკლამაში. ჩვენ და ჩვენს სარეკლამო პარტნიორებს ამ ქუქი-ფაილებიდან პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა არ გვაქვს. ამ ქუქი-ფაილებზე უარი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განაცხადოთ.

  • Facebook Custom Audiences
  • LinkedIn Ads
  • Google Adwords
  • YouTube Ads
ვიდეო და მდიდარი მედია

ამ ქუქი-ფაილებს ვიყენებთ, რათა ჩვენს ვებგვერდებზე განთავსებულ ვიდეოებში და სხვა ვიჯეტებში მდიდარი მედიის გამოყენება იყოს შესაძლებელი.

  • YouTube

ამ ქუქი-ფაილებზე უარის თქმა მესამე მხარის მიერ შემოთავაზებულ ფუნქციებს შეაფერხებს.

როგორ ვაკონტროლოთ ქუქი-ფაილები

შესაძლებელია ქუქი-ფაილების კონტროლი და/ან წაშლა - დეტალებისათვის, იხ. aboutcookies.org. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენს კომპიუტერში არსებული ყველა ქუქი-ფაილი და ბრაუზერის პარამეტრები მომართოთ ისე, რომ შეუძლებელი იყოს ამ ქუქი-ფაილების განთავსება. ამავდროულად, თუ თქვენ ასე მოიქცევით, მოგიწევთ, ხელით შეიყვანოთ გარკვეული პრეფერენციები საიტზე ყოველი ვიზიტის დროს და ზოგიერთმა სერვისმა ან ფუნქციამ, შესაძლოა, არ იმუშაოს.

გარე სერვისის პროვაიდერები

Email მარკეტინგი
  • MailChimp

თუ თქვენ გამოიწერეთ ჩვენი რომელიმე იმეილ-ლისტი ან მიუთითეთ, რომ ჩვენგან ინფორმაციის მიღება გსურთ, ჩვენ ელ-ფოსტით გამოგიგზავნით მარკეტინგულ მასალებს. ასეთი მასალების მიღებაზე შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს თქვათ უარი, თავად იმეილში არსებული „გამოწერის გაუქმების“ ფუნქციის მონიშვნით.

სოციალური მედია

  • YouTube

EU4Business ინიციატივა ფლობს და ავრცელებს კონტენტს ზემოაღნიშნული სოციალური ქსელების საშუალებით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს სოციალური მედიის პოლიტიკას.

სხვა ვებსაიტების ბმულები

ჩვენი ვებსაიტი შეიცავს სხვა საიტების ბმულებს, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის. თუ მესამე მხარის ბმულზე დააწკაპუნებთ, გადახვალთ მესამე მხარის საიტზე. გირჩევთ, ასეთ საიტზე გადასვლისას გაეცნოთ პირადი მონაცემების დაცვის პოლიტკას.

ჩვენ არ ვაკონტროლებთ და პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარის საიტების ან სერვისების კონტენტთან, პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკასთან ან პრაქტიკასთან დაკავშირებით.

როგორ ვიყენებთ მონაცემებს

EU4Business ინიციატივა ვებსაიტის საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებს, კერძოდ:

  • „ბიზნეს მისიების“ ხელშეწყობის და მართვის მიზნით და EU4Business ინიციატივის პროგრამის ფარგლებში, სერვისების შეთავაზების მიზნით
  • იმისათვის, რომ გქონდეთ წვდომა ინტერაქტიულ ფუნქციებზე, როგორიცაა სოციალური მედიის მოწონების და გაზიარების ღილაკები, მდიდარი მედიის კონტენტი, თუ თქვენ ეს გსურთ
  • ანალიზის განსახორციელებლად ან სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად, ვებსაიტის გაუმჯობესების მიზნით
  • ვებსაიტის კონტენტის და მასთან დაკავშირებული რეკლამის ოპტიმიზაციის მიზნით
  • ტექნიკური პრობლემების გამოვლენის, პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით
  • პროგრამის შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად და სამიზნე აუდიტორიაში პროგრამის პოპულარიზაციისთვის.

EU4Business ინიციატივა „წევრის სივრცეში“ შექმნილი ანგარიშებიდან მოპოვებულ მონაცემებს იყენებს „ბიზნეს მისიების“ ხელშეწყობის და მართვის და EU4Business ინიციატივის პროგრამის ფარგლებში, სერვისების შეთავაზების მიზნით, კერძოდ:

  • ელ-ფოსტით ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა „წევრის სივრცეში“ შექმნილი ანგარიშის მფლობელისათვის, იმ ნებისმიერი მონაცემების შესახებ, რომელიც „კომპანის პროფილის“, „ინტერესის გამოხატვის“ და განაცხადის ფორმის საშუალებით იქნა მიღებული
  • ელ-ფოსტით ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა „წევრის სივრცეში“ შექმნილი ანგარიშის მფლობელისთვის, რომელიც შეეხება „ინტერესის გამოხატვას“ და „ბიზნეს მისიის განაცხადს“
  • ელ-ფოსტის საშუალებით ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა „წევრის სივრცეში“ შექმნილი ანგარიშის მფლობელისთვის, რომელიც შეეხება მოახლოებულ ვადებს და ქმედებებს, რომელიც უნდა შესრულდეს „ბიზნეს მისიის“ მომზადების პროცესში.

მონაცემთა გადაცემა

თქვენს ინფორმაციაზე, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ შიდა ოპერატორებს, რომელთაც კონტრაქტის საფუძველზე ევალებათ „ბიზნეს მისიების“ და შესაბამისი აქტივობების განხორციელება. ეს ოპერატორები ევროპაში და ევროპის გარეთ არიან დაფუძნებული. მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ EU4Business ინიციატივის პროგრამის მიზნებისთვის და ევროკავშირის შიდა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციების [იხ. რეგულაციები (EU) 2018/1725 და (EU) 2016/679] შესაბამისად. დაუშვებელია აღნიშნული მონაცემების მესამე მხარეებისათვის მიყიდვა.

თუ თქვენ ეთანხმებით „პირადი მონაცემების დაცვის პოლიტიკას“ და წარადგენთ აღნიშნული სახის ინფორმაციას, თქვენ აცხადებთ თანხმობას მონაცემების ზემოაღნიშნულ გადაცემაზე.

მონაცემების შენახვა

„წევრის სივრცეში“ შექმნილი ანგარიშებიდან მოპოვებული მონაცემების შენახვა ხდება მხოლოდ სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ვადით და ეს ვადა არ აჭარბებს პროგრამის ხანგრძლივობას.

ევროკავშირში მაცხოვრებელი მომხმარებლების უფლებები

ნებისმიერი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამას შემდეგ მისამართზე: info@eu4business.eu.

თუ თქვენ ხართ ჩვენი ვებსაიტის მომხმარებელი და ცხოვრობთ ევროკავშირში, თქვენ სარგებლობთ ქვემოთ წარმოდგენილი უფლებებით, პროგრამის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით. ამ უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ, გაეცანით ქვემოთ წარმოდგენილ ინფორმაციას ან თქვენი მოთხოვნა გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@eu4business.eu.

განმარტება და თქვენი მონაცემების ასლი

თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ განმარტება იმ ინფორმაციის შესახებ, რომელსაც პროგრამა ფლობს თქვენზე და იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს პროგრამა ამ ინფორმაციას.

თქვენ, ასევე, უფლება გაქვთ მიიღოთ იმ ინფორმაციის ასლი, რომელსაც პროგრამა აგროვებს თქვენს შესახებ, თუ ამ მონაცემების შეგროვება ხდება თანხმობის საფუძველზე ან იმის გამო, რომ პროგრამა თქვენს მიერ მოთხოვნილი სერვისების მოსაწოდებლად ითხოვს ამ ინფორმაციას.

შესწორება

თუ პროგრამას აქვს ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელიც მიგაჩნიათ, რომ არასწორია, თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ამ ინფორმაციის შესწორება.

წაშლა

მომხმარებლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თავიანთი ანგარიშების წაშლა, ნებისმიერ დროს. მომხმარებლებს უფლება აქვთ, წაშლა მოითხოვონ პროგრამის საკონტაქტო ფორმის საშუალებით. ჩვენ, შესაძლოა, დავიტოვოთ გარკვეული ინფორმაცია თქვენს შესახებ, თუ ეს კანონით არის გათვალისწინებული და ემსახურება ლეგიტიმურ ბიზნეს მიზნებს.

პრეტენზიები და საჩივრები

ევროკავშირში მცხოვრებ მომხმარებლებს უფლება აქვთ, გამოხატონ პრეტენზია პროგრამის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის, მარკეტინგული მიზნებისთვის, რომელიც ეფუძნება პროფილირებას და/ან გადაწყვეტილების ავტომატურად მიღებას. პროგრამას შეუძლია გააგრძელოს თქვენი მონაცემების დამუშავება, მიუხედავად თქვენი პრეტენზიისა, IDPR-ით გათვალისწინებული მასშტაბით.

ევროკავშირში მცხოვრებ მომხმარებლებს, ასევე, უფლება აქვთ, პროგრამის მიერ პერსონალური მოანცემების დამუშავებასთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანონ ბელგიის მონაცემთა დაცვის ორგანოში.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე