აღმოსავლეთის პარტნიორობის HELPDESK-ის პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდას

საქართველო
აღმოსავლეთის პარტნიორობის HELPDESK-ის პროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდას

2021 წლის 30 მარტს, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრმა (ITC), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ვაჭრობის helpdesk-ის პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეთა პირველი ვირტუალური შეხვედრა გამართა, (ჟენევა, თბილისი).

EU4Business ინიციატივის ფარგლებში არსებული პროექტი, 2019 წელს დაიწყო და  საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მიერ ხორციელდება. 5-წლიანი პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. აღნიშნული შედეგის მისაღწევად, პროექტის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც ინფორმაციის გამჭვირვალობის ზრდას, ასევე რეგიონალური გამოცდილების გაძლიერებას, რათა გაუმჯობესდეს საექსპორტო შესაძლებლობების გამოვლენისა და სავაჭრო დაბრკოლებების იდენტიფიცირების გამოცდილება.

პროექტი აგებულია ძირითადი ექვსი კომპონენტის გარშემო:

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის სავაჭრო Helpdesk-ის პორტალზე წარმოდგენილი იქნება სრულყოფილი სავაჭრო მონაცემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის ბაზრის შესახებ. რაც თავის მხრივ შეავსებს უკვე არსებულ ინფორმაციას, რომელიც დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ადგილობრივი ვებ – გვერდების საშუალებით.
  • Helpdesk-ის პლატფორმაზე არსებული ონლაინ პორტალი საშუალებას მისცემს კომპანიებს გააზიარონ არსებული გამოცდილება ექსპორტის ან იმპორტის დაბრკოლებების შესახებ.
  • არასატარიფო ზომების შესახებ ჩატარებული ადგილობრივი კვლევები, რომლებიც უზრუნველყოფენ მარეგულირებელი და პროცედურული სავაჭრო ბარიერების დადგენას.
  • შემუშავდება ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განხორციელების სექტორზე მორგებული გზამკვლევი, რომლისთვისაც სექტორების შერჩევა თითოეული ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე განხორციელდება.
  • თითოეულ ქვეყანაში შესაბამისი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერება, სერვისებით ვაჭრობის მონაცემთა მართვის მიმართულებით, ტრენინგის და საკონსულტაციო დახმარების მეშვეობით, რომლის შედეგად მოხდება შერჩეული სექტორებისთვის სერვისით ვაჭრობის მონაცემების შეგროვება და დამუშავება.

კონსულტაციებისა და ტრენინგების საშუალებით მონაცემთა მართვის კუთხით ცოდნის ამაღლება, რათა ხელი შევუწყოთ პარტნიორ ქვეყნებში პროექტში ჩართული ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერებას სერვისით ვაჭრობის მონაცემების შეგროვება/დამუშავების კუთხით, რათა გვქონდეს სრულყოფილი მონაცემები შერჩეული სექტორების ჭრილში.

  • შესაძლებლობების განვითარების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრის კვლევის ჩატარებას ადგილობრივ დონეზე.

დაინტერესებული მხარეების შეხვედრის ძირითადი მიზანი  პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ მონაწილეების ინფორმირება იყო; ამასთანავე, განხილული იყო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები და სინერგიული გადაკვეთები ადგილობრივ პარტნიორებთან . შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო ინსტიტუტებმა, ბიზნესის მხარდამჭერმა  ორგანიზაციებმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის  წარმომადგენლებმა და ITC ექსპერტებმა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ Helpdesk პლატფორმა ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ზრდას, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სავაჭრო/საექსპორტო ბაზრების შესახებ არსებულ დეტალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველყოფით, რათა მოხდეს გაცნობიერებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება და სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე-ევროკავშირის ქვეყნებში.” - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

„იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა EU4Business ინიციატივის ამ პროექტის ფარგლებში ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული ინფორმაციული დანაკლისის შემცირებას და ქართული კომპანიების ექსპორტის ზრდას რეგიონისა და ევროკავშირის ბაზრებზე.“ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი სიგრიდ ბრეტელი.

აღმოსავლეთის პარტნიორობის სავაჭრო Helpdesk-ის პროექტის ხელმძღვანელი პოლ კელლი: „ჩვენ გვჯერა, რომ პროექტის საქმიანობა ხელს შეუწყობს  საქართველოს საექსპორტო პოტენციალის რეალიზებას, ადგილობრივი ექსპორტიორების დაკავშირებას რეგიონებისა და ევროკავშირის ბაზრებთან.“

სავაჭრო Helpdesk-ი მოახდენს დეტალური ინფორმაციის ცენტრალიზებას, მათ შორის: სავაჭრო სტატისტიკას, საექსპორტო პოტენციალის მონაცემებს, ტარიფებს, პრეფერენციულ სავაჭრო ხელშეკრულებებსა და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ექსპორტისა და იმპორტის რეგულაციებსა და ბიზნეს კონტაქტებს. ამ ინფორმაციის წარდგენა, მარტივად გამოსაყენებელი ინტერნეტ პორტალის მეშვეობით, საშუალებას მისცემს ქართულ საწარმოებს ჰქონდეთ ყოვლისმომცველი რეგიონალური სავაჭრო ინფორმაცია და ბმულები ევროკავშირის საინფორმაციო რესურსებთან, რაც მათ დაეხმარება  ექსპორტის ზრდაში.“

ITC შესახებ: საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა (UN) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ერთობლივი სააგენტო. ITC ხელს უწყობს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს გახდნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ ბაზრებზე და ამგვარად ხელი შეუწყონ  მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება „დახმარება ვაჭრობისთვის“ დღის წესრიგისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში.

About EU4Business - EU4Business is an EU initiative that helps SMEs in the six countries of the Eastern Partnership region to realise their full potential and boost economic growth.

EU4Business შესახებ: ევროკავშირი ბიზნესისთვის (EU4Business) არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს აღმოსავლეთ  პარტნიორობის ექვს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) სრული პოტენციალის რეალიზებასა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას.

პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

პოლ კელლი, პროექტის მენეჯერი, pkelly@intracen.org

ეწვიეთ პროექტის გვერდს ITC-ის ვებ-გვერდზე https://www.intracen.org/EaP/

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე