ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ასობით მცირე და საშუალო საწარმოს თიბისი ბანკისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფით

საქართველო
ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ასობით მცირე და საშუალო საწარმოს თიბისი ბანკისთვის 30 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფით

ევროპის საინვესტიციო ბანკი დათანხმდა 30 მილიონის ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე თიბისი ბანკისთვის – საქართველოს უმსხვილესი ბანკისთვის, რაც გაზრდის წვდომას დაფინანსებაზე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მოქმედი კომპანიების 90%-ზე მეტ წილს წარმოადგენენ. ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური სახსრები უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში) მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ამ სესხის ფარგლებში დაფინანსებას დაახლოებით 600 ქართული მცირე და საშუალო საწარმო მიიღებს.

შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერისას ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა აღნიშნა: „ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა გააუმჯობესებს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რაც მათი გაფართოებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს. ჩვენი რიგით მეოთხე სესხი თიბისი ბანკისთვის ხელს შეუწყობს დაახლოებით 600 მცირე და საშუალო კომპანიის განვითარებას მათთვის დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფის გზით. ვიმედოვნებთ, რომ ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკის ზოგად განვითარებას.

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ ეს დაფინანსება გააძლიერებს ბანკის მიერ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას: „ვამაყობთ იმით, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა დავამყარეთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან – თიბისი ბანკის დიდი ხნის პარტნიორთან. ეს უკვე მეოთხე გარიგებაა, რომელიც წარმატებით განვახორციელეთ 2012 წელს ჩვენი პარტნიორობის დასაწყისიდან, რაც მეტყველებს ნამდვილად ეფექტურ საქმიან ურთიერთობაზე ჩვენს ორგანიზაციებს შორის. ეს საკრედიტო ხაზი დაეხმარება თიბისი ბანკს ქართული მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტში საკუთარი წამყვანი პოზიციის შემდგომ გაძლიერებაში.

ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის თიბისი ბანკთან განხორციელებული რიგით მეოთხე ოპერაცია, რომელიც ეფუძნება ნაყოფიერ თანამშრომლობას ევროპის ბანკსა და ამ ქართულ დაწესებულებას შორის. 2011 წლიდან დაწყებული თიბისი ბანკმა დააკრედიტა მცირე და საშუალო საწარმოები ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო სახსრებით ჯამში 85 მილიონი ევროს ფარგლებში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილ სესხს ემატება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პორტფოლიოს გარანტიები, რომლებიც გაცემული იქნა თიბისი ბანკისთვის გასულ წელს ასევე EU4Business ინიციატივით გათვალისწინებული ორი ინსტრუმენტის მეშვეობით: „ინოვფინის“ პორტფოლიოს გარანტია, რომელიც მხარს უჭერს ინოვაციურ მცირე და საშუალო საწარმოებს და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული აღმოსავლეთის ინიციატივის პორტფოლიოს გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით დაფინანსებას მცირე ბიზნესისთვის. საერთო მიზანია, თიბისი ბანკს მიეცეს საშუალება, გაზარდოს დაფინანსება ხელსაყრელი პირობებით მცირე და საშუალო კომპანიების უფრო ფართო ჯგუფისთვის, რომლებსაც შეზღუდული წვდომა აქვთ საბანკო სესხებზე.

ამ მიზნის განსახორციელებლად ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ევროკავშირმა გააერთიანეს ძალები იმ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებს, კერძოდ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის, სამივე ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესზე მიმართული ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით. ევროკავშირი ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე წვდომის გაზრდის, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის გზით.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას გრანტის შესახებ 3,25 მილიონი ევროს ოდენობით საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და წყალმომარაგების ქართულ კომპანიასთან – საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან. ეს სახსრები გამოყენებული იქნება სპეციალიზებული პროფესიონალური მომსახურების დაფინანსებისთვის, რაც დაეხმარება კომპანიას ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტის განხორციელებაში, რომელიც ქუთაისის ჩამდინარე წყლებს ეხება.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ბანკია. იგი არის ევროკავშირის გრძელვადიანი სასესხო დაწესებულება, რომელსაც ფლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. ბანკი უზრუნველყოფს გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობას გონივრული ინვესტირებისთვის ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განხორციელების ხელშესაწყობად. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გათვალისწინებული ინოვფინის“ გარანტიის მიზანია, წაახალისოს ბანკები ან სხვა საფინანსო დაწესებულებები, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გასცენ სესხები იმ მცირე და საშუალო საწარმოებსა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე მცირე კომპანიებზე (499-მდე თანამშრომელი), რომლებსაც სჭირდებათ ინვესტიციები და/ან სამუშაო კაპიტალი კვლევის, განვითარებისა და ინოვაციური საქმიანობის დასაფინანსებლად.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა და ევროკავშირმა გააერთიანეს ძალები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული აღმოსავლეთის ინიციატივის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ეკონომიკური განვითარების გაძლიერება ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებს, კერძოდ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის, სამივე ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესზე მიმართული ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით.

EU4Business ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, დააფინანსონ საკუთარი განვითარება და გააძლიერონ ეკონომიკური ზრდა. EU4Business პროგრამით გათვალისწინებულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ევროკავშირის მთელი საქმიანობა, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, EU4Business პროგრამის ნაწილს წარმოადგენს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ევროკავშირმა გააერთიანეს ძალები იმ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებს, კერძოდ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის, სამივე ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესზე მიმართული ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე