საქართველო: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგი და მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის შეფასების დაწყება

საქართველო
საქართველო: მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგი და მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის შეფასების დაწყება

2018 წლის 7 ივნისს თბილისში, კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს ყრილობისას, ერთობლივი შეხვედრა გაიმართა საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის თაობაზე და ევროპისთვის განკუთვნილი მცირე ბიზნესის აქტის (SBA-ს) შეფასების მესამე ციკლი დაიწყო.

შეხვედრას ორგანიზება გაუწია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შემდეგი პროექტის ფარგლებში: „EU4Business: პოლიტიკიდან მოქმედებამდე“. ევროპისთვის განკუთვნილი მცირე ბიზნესის აქტი არის ყოვლისმომცველი ჩარჩო ევროკავშირის პოლიტიკისთვის მცირე და საშუალო მეწარმეობის განხრით. ის მიზნად ისახავს ევროპაში მეწარმეობისადმი მიდგომის გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მარეგულირებელი და პოლიტიკური გარემოს გამარტივებას და მათი განვითარების დანარჩენი შემაფერხებელი ბარიერების მოხსნას.

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგი

საქართველომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დახმარებით მიიღო 2016-2020 წლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები მცირე და საშუალო მეწარმეობის განხრით რეფორმების განსახორციელებლად. ამ ჩარჩოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას დახმარების თხოვნით შემდეგში: მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელების შეფასება ამ დრომდე, საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოვლენა და მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება რეფორმების განხორციელების შედეგების უკეთ შეფასებისთვის.

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით 2018 წლის თებერვალში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ეს მეორე შეხვედრა მოიცავდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პრეზენტაციას საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელების სტატუსზე, რაც საქართველოს ამზადებს მეორე საექსპერტო შეფასებისთვის, რომელიც გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის მრგვალ მაგიდაზე 2018 წლის ნოემბერში.

საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის ყველა მიმართულებით, მათ შორის შესამჩნევ შედეგებს მიაღწია დაფინანსებაზე წვდომის სფეროებში, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის თანდათანობით შემცირებული საპროცენტო განაკვეთის ჩათვლით და დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ მხარი დაეჭირა მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს შორის კავშირის საპილოტე პროგრამის დაწყებით.

SBA-ს შეფასების მესამე ციკლის დაწყება

SBA-ს შეფასების მესამე ციკლი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაიწყება 2018 წლის სექტემბერში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გუნდმა წარმოადგინა შესაბამისი ჩარჩო და განრიგი SBA-ს შეფასების მესამე ციკლისთვის, რომელიც მიზნად ისახავს სამეწარმეო ბიზნეს გარემოს საბოლოო შეფასების შესაძლებლობებისთვის სივრცის გაფართოებას – განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიზნეს ინტეგრირებას, კონკურენციასა და ხელშეკრულებების აღსრულებას.

გარდა ამისა, მეტი ყურადღება დაეთმობა პოლიტიკური ბარიერებისა და პოლიტიკის ეფექტურობის მხრივ კერძო სექტორის პერსპექტივებს კერძო სექტორზე ორიენტირებული ფოკუს ჯგუფების შექმნითა და ამ სფეროს წარმომადგენელთა წახალისებით, აქტიური წვლილი შეიტანონ სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს ეგიდით და მას ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა დარგობრივი სამინისტროები, „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მცირე და საშუალო მეწარმეობის სხვა დაინტერესებული მხარეები, ისევე როგორც კერძო სექტორისა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა GIZ და ევროკავშირი.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე