ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ანგარიშგებაზე: STAREP სემინარზე განხილული გამოწვევები

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ანგარიშგებაზე: STAREP სემინარზე განხილული გამოწვევები

28 და 29 ნოემბერს ორდღიანი სემინარი ჩატარდა ვენაში, რომელიც წარმოადგენს STAREP, EU-REPARIS და PULSAR რეგიონალური პროგრამების ერთობლივ ღონისძიებას, რომელთა მხარდაჭერითაც გაუმჯობესდა ფინანსური ანგარიშგება კერძო და საჯარო სექტორებში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთში. 

STAREP წარმოადგენს EU4Business-ის პროგრამას, რომლის მიზანია აუდიტისა და ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთის პარტნიორობაში.

სემინარის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის გავლენის შეფასება საბუღალტრო აღრიცხვის სფეროზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, რობოტექნიკის, მონაცემთა ანალიზისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სწრაფ ცვლილებებს განაპირობებს ყველა სფეროში. სემინარზე ასევე განიხილეს ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საბუღალტრო აღრიცხვის სფერო, მათ შორის ფინანსური ანგარიშგების ხარვეზებიც, რომელთაც მუდმივად აქვს ადგილი სხვადასხვა ორგანიზაციებში, მათ შორის Tesco, Carillion-სა და Petrobas-ში. 

სემინარის პირველი დღე დაეთმო პროფესიულ თანასაზოგადოებებს, რომლებიც დაკავებული არიან ფინანსური ანგარიშგებით როგორც საჯარო, ისე კორპორატიულ სექტორებში და უზიარებენ გამოცდილებას სხვადასხვა იურისდიქციებს, რომლებიც დგანან მსგავსი გამოწვევების წინაშე საჯარო და კორპორატიული ანგარიშგების რეფორმების გატარებისას.

მონაწილეების მოწონება დაიმსახურა პრეზენტაციებმა და მსჯელობამ იმ საკითხის ირგვლივ, თუ რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიები ბიზნესზე, საჯარო და ფინანსურ კორპორატიულ ანგარიშგებასა და ურთიერთობებზე დაინტერესებულ მხარეებს შორის. სხდომაზე განიხილეს ის სარგებელი და რისკები, რაც ახალმა ტექნოლოგიებმა შეიძლება დარგს მოუტანოს. მონაწილეებს შორის შეიქმნა ერთი საერთო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია კორპორატიული ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის მეთოდების ახლებურად გააზრება და მათი ადაპტირება ახალი ციფრული გამოწვევებისა და შესაძლებლობებისადმი, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისადმი და ბლოკჩეინ ტექნოლოგიისადმი.

საბუღალტრო აღრიცხვის როლის ცვლილების ჯგუფმა სემინარის მონაწილეებს გააცნო სხვადასხვა შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული სფერო, რათა გადაჭრას მოსალოდნელი პრობლემები და მომავალს მომზადებული შეხვდეს.

სემინარზე განხილული იქნა კერძო და საჯარო სექტორების ხარვეზების მაგალითები კორპორატიულ და საჯარო ფინანსურ ანგარიშგებაში; მონაწილეებმა კი იმსჯელეს შესაძლო გართულებებზე ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის კონტროლის თვალსაზრისით. 

გარდა ამისა, მონაწილეებმა ერთობლივად იმუშავეს სიტუაციურ კვლევასა და სახელმწიფო საწარმოს რეალურ მაგალითზე და გააანალიზეს მმართველობის ასპექტები, მათ შორის ფინანსური მონიტორინგი, კორპორატიული მმართველობის მექანიზმები, შიდა კონტროლის საშუალებები, ანგარიშგება, გამჭვირვალობა და ფინანსური რისკების მართვა.

სემინარის მეორე დღეს STAREP და EU-REPARIS რეგიონალური პროგრამის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ საჯარო ზედამხედველობის ორგანოების მიერ გარკვეული ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების პროფესიულ საბუღალტრო ორგანიზაციებზე დელეგირებასთან დაკავშირებულ გამოცდილებას და ასევე გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ანგარიშგების საბჭოს მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემუშავების გამოცდილებას.

და ბოლოს, სემინარზე წარმოდგენილი იქნა საბუღალტრო და აუდიტის რეფორმირების შედეგების ახალი სისტემა, რომლის გამოყენებითაც ფასდება STAREP პროგრამაში მონაწილე ქვეყნებში მიღწეული პროგრესის დონე. სემინარზე როგორც STAREP, ისე EU-REPARIS პროგრამების მონაწილეებს მიეცათ შედეგების იმ სისტემის გაანალიზების საშუალება, რომლის გამოყენებითაც ხდება იმ ძირითადი შედეგების გამოყოფა, რომლებიც მიღწეული იქნა მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) დახმარებით 2013-2018 წლებში.

მაშინ, როდესაც STAREP პროგრამის მონაწილე მრავალმა ქვეყანამ ახალი კანონმდებლობის მიღებით საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია, აღნიშნული კანონების პრაქტიკაში დანერგვა და მათი საჭირო ქმედუნარიანობის უზრუნველყოფა კიდევ ერთი გამოწვევაა ამ ქვეყნებისთვის.

EU4Business-ის STAREP პროგრამა (აუდიტისა და ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთის პარტნიორობაში) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრი (CFRR) სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. STAREP პროგრამა ეხმარება მონაწილე ქვეყნებს კორპორატიული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გაუმჯობესებაში და ასევე ადგილობრივი დაწესებულებების გაძლიერებაში მოცემული სტანდარტების ეფექტურად შესრულების მიზნით. 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე