ახალ ბაზრებზე წვდომის უნარების დეფიციტი და უუნარობა იმ გამოწვევებს შორის, რომელთა წინაშეც დგას მცირე და საშუალო ბიზნესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
ახალ ბაზრებზე წვდომის უნარების დეფიციტი და უუნარობა იმ გამოწვევებს შორის, რომელთა წინაშეც დგას მცირე და საშუალო ბიზნესი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ინტერნაციონალიზაცია და უნარების დეფიციტი ის ორი უმთავრესი გამოწვევაა, რომელთა წინაშეც დგას მცირე და საშუალო ბიზნესი აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში, განცხადებული იქნა ევროკავშირის პოლიტიკასთან ეკონომიკური შერწყმის შესა ხებ პლატფორმა 2-ის მე-17 სხდომაზე ბრიუსელში 2017 წ. 18 მაისს.

პლატფორმა 2 მუშაობს EaP ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად და ეხმარება EaP ქვეყნებს, მოვიდნენ შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან, რათა გაიუმჯობესონ ეკონომიკური პოტენციალი.

მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები

პლატფორმა 2-ის მე-17 სხდომა გახსნა და დილის სესიას თავმჯდომარეობდა ერიკ მამერი, ევროკომისიის შიდა ბაზრის, მრეწველობის, მეწარმეობის და მცირე და საშუალო ბიზნესის (DG GROW) გენერალური დირექტორატის დირექტორი.

ბ-ნმა მამერმა კრიტიკულად შეაფასა EaP ქვეყნების მიღწევები როგორც ეკონომიკურ, ისე რეგულირების სფეროებში და ხაზი გაუსვა დარჩენილ გამოწვევებს:

  • დაფინანსებაზე წვდომა
  • რეგულირების და პოლიტიკის რეფორმები
  • ინოვაციის დაბალი დონე
  • მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საჭირო უნარები
  • ინტერნაციონალიზაცია (ან ბიზნესის საზღვარგარეთის ახალ ბაზრებზე წარმოების უნარი).

კრებაში მონაწილეობდა EaP ექვსი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), ევროკავშირის წევრი ქვეყნების (ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი), ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროპის დაწესებულებებისა და სააგენტოების 70-მდე წარმომადგენელი.

წარმომადგენელმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციიდან წარმოადგინა საკუთარი ბოლოდროინდელი კვლევა EaP ქვეყნებში ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესზე მცირე ბიზნესის შესახებ კანონის დებულებების გავლენის თაობაზე.

მეტი ყურადღება უნარების დეფიციტზე

შუადღის სესიაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო დასაქმების შესაძლებლობის უნარების საკითხს, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. სონია პერესინის (DG დასაქმება, სოციალური უზრუნველყოფა და ჩართულობა) ახალი უნარების ევროპული დღის წესრიგის შესახებ და არიენ ვოსის (ევროპის ტრენინგის ფონდი) EaP ქვეყნებში შესაბამისი ვითარების შესახებ შესავალი პრეზენტაციების შემდეგ შუადღის სესია გაიყო ორ ნაწილად: უნარების პროგნოზი და უნარები საწარმოსა და მეწარმეობისათვის, სადაც მონაწილეებმა მცირე ჯგუფებში განიხილეს ხსენებული საკითხები.

საწარმოსა და მეწარმეობისათვის უნარების ფარგლებში უკრაინის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა უკრაინული მცირე და საშუალო ბიზნესის ახალ ანონსირებულ სტრატეგიას, ხოლო ახალგაზრდა მეღვინემ საქართველოდან გაგვიზიარა აგრობიზნესის განვითარების გამოცდილება.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე