2009 წელს მოცემული ინიციატივის წამოწყების შემდეგ, მისი საქმიანობის კონსოლიდირებული ანგარიშის თანახმად, EU4Business-ის ფარგლებში ორგანიზებული პროექტების მეშვეობით 10 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
17 მაისს ბრიუსელში გამართულ EU4Business-ის 1-ლ გენერალურ ასამბლეაზე წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად, SME სფეროში 93 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი იყო შექმნილი ინიციატივის ფარგლებში ბიზნეს კონსულტაციების საშუალებით.
დამატებითი მიღწევები
2009-2016 წლების სხვა შთამბეჭდავი შედეგები:
- თითქმის 100 000 საწარმომ მიიღო სულ 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების 190 000 ქვესესხი.
- ექვს ქვეყანაში განხორციელდა პოლიტიკური სტრატეგიების და სამართლებრივი რეფორმების თითქმის 40 წინადადება.
- გარემოს დაცვაზე ორიენტირებული პროექტების მეშვეობით CO2-ის გამოყოფა წელიწადში 172 444 ტონით შემცირდა, ხოლო ენერგიის დაზოგვამ წელიწადში თითქმის 820 000 მეგავატ-საათი შეადგინა.
გასაუმჯობესებელი სფეროები
თუმცა არსებობს ისეთი სფეროები, სადაც საჭიროა შემდგომი მუშაობა:
- კორუფცია, არასწორი საგადასახადო პოლიტიკა და საბაჟო პროცედურები კვლავ აბრკოლებენ მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას.
- უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემო და ფინანსური ინფრასტრუქტურა არის საჭირო რეალური ეკონომიკის მდგრადი დაფინანსებისთვის.
- გაძლიერებას საჭიროებს ინსტიტუტები და ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ SME-ს წვდომას ფინანსებზე.
- უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება კომპანიის შექმნის უპირატესობების სფეროში და მეწარმეობის შესახებ ცოდნის გაზრდა.
ანგარიში ეფუძნება ექვსი ქვეყნის ანგარიშების მონაცემებს და ინფორმაციას.
EU4Business-ის ფარგლებში ორგანიზებული პროექტების რიცხვი აგრძელებს ზრდას და შეადგენს 25- დე მიმდინარე, ექვს დაგეგმილ და ოთხ 2017 წელს დასრულებულ პროექტს, რაც შეესაბამება ფინანსური ვალდებულებას 330 მილიონი ევროს ოდენობით. შედარებისთვის, 2015 წელს იყო 17 (198 მილიონი ევრო).