2017 წ. 21 ივნისი, კიევი
ბიზნესის მხარდამჭერი 100-ზე მეტი ორგანიზაციის (BSO) წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დღეს კიევში შეიკრიბნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული East Invest (აღმოსავლეთში ინვესტირების) პროექტის დასკვნით კონფერენციაზე. მონაწილეებმა განიხილეს კერძო სექტორის ჩართულობა პოლიტიკის შემუშავებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში და თვალნათლივ დაგვანახეს East Invest-ის წარმატება/მიღწევა SMEs და BSO-თან მიმართებაში მთელს რეგიონში.
კერძოდ, ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მემორანდუმი, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის კანონშემოქმედი და დონორი ორგანიზაციებისათვის SME სექტორში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების შესახებ. დაინტერესებული მხარეების მიერ განსაზღვრული კონკრეტული საკითხები, როგორც SMEs საქმიანობაზე უდიდესი გავლების მქონე, მოიცავს ბიზნეს-გარემოს, SME-ს წვდომას ბაზრებზე, დაფინანსებაზე და უნარებზე, ასევე, დაბეგვრას და საბაჟო პროცედურებს. ხაზი გაესვა ყველა ხსენებულ სფეროში ციფრული გადაწყვეტების უფრო ფართოდ გამოყენებას. რეგიონული მემორანდუმი იქნება East Invest 2 ბიზნეს-ორგანიზაციების წვლილი EaP მე-4 ბიზნეს-ფორუმში, რომელიც გაიმართება ტალინში 2017 წ. ოქტომბერში.
კონფერენციის გახსნით სესიაზე კეთილმეზობლობის და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროპის კომისიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: "2010 წ. დაწყებულმა პროექტმა East Invest მაქსიმალურად შეუწყო ხელი ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კერძო სექტორის წარმომადგენლების ფართო ქსელის დაფუძნებას და უფლებებით აღჭურვას. დღეს აღნიშნულმა ქსელმა შეიმუშავა რეგიონული მემორანდუმი, რომლითაც აცნობებს საკუთარ მთავრობებს და დონორ ორგანიზაციებს ევროკავშირის ჩათვლით საკუთარ შეხედულებებს და რეკომენდაციებს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების თაობაზე. ეკონომიკური ზრდის პირობების, ასევე, კერძო სექტორის საბაზრო შესაძლებლობების გაუმჯობესება ევროკავშირის უმთავრესი პრიორიტეტია ასღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, როგორც დადასტურებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაშიც და "2020 წ. 20 ამოცანაშიც". გვჯერა, რომ ხსენებული მემორანდუმი სასარგებლო იქნება კანონშემოქმედთათვის როგორც წინსვლის ორიენტირი როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგ ბიზნეს-ფორუმზე და 2017 წ. შემოდგომაზე გასამართ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ისე შემდეგაც."
დირკ ვანტიგემმა (EUROCHAMBRES) და ლუკ ჰენდრიქსმა (UEAPME) შეგვახსენეს, რომ ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ძლიერი კერძო სექტორის განვითარებისათვის აღმოსავლეთ პარტიორობის თითოეულ ქვეყანაში.
კონფერენციის დახურვისას მისმა აღმატებულებამ, ელჩმა ჰუგეს მინგარელიმ, უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა: "ევროკავშირის მიერ დაფინანსებული East Invest პროექტი დაეხმარა ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ქცეულიყვნენ ეროვნული მთავრობების მიშვნელოვან შუამავლებლად. ჩვენ გავაგრძელებთ სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერას EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რათა მოხდეს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება მთელს რეგიონში."
საწყისები
East Invest 2 2014 წ. სექტემბერში ამოქმედდა და წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს EU4Business ინიციატივის ფარგლებში. მისი უმთავრესი მიზანია მხარი დაუჭიროს ხელშემწყობი ეკონომიკური გარემოს და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა)ევროკავშირის დახმარებით სავაჭრო ნაკადების და ინვესტიციების გაფართოებით რეგიონში.
East Invest 2 თანამშრომლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან და SMEs.
რეგიონული მემორანდუმის პროექტის შემუშავების პროცესი (RPP), რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს კანონშემოქმედთათვის, ამოქმედდა East Invest 2 წლიურ კონფერენციაზე 2016 წ. ოქტომბერში, რისთვისაც გამოყენებული იყო 2016 წ. ივლისში კიევის არაოფიციალურ მინისტერიალზე აEast Invest PPD საქმიანობის ფარგლებში მომზადებული დეკლარაცია. პროცესი გაგრძელდა 2016 წ. ნოემბრიდან 2017 წ. მაისამდე პერიოდში East Invest 2 სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა კერძო სექტორის 200-მდე ორგანიზაცია (ბიზნეს-ასოციაციები) PPD ეროვნულ კოორდინატორებთან და EU და EaP ქვეყნების ექსპერტებთან ერთად.