ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში 40+ პროექტის მეშვეობით

დასაწყისის თარიღი: 08.10.2019
დამთავრების თარიღი: 08.10.2024
am
az
ge
md
ua
პროექტის აღწერა - პროექტის საფუძველზე იქმნება ონლაინ პორტალი რეგიონული ვაჭრობის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და ვაჭრობის ბარიერების შესახებ გამოკითხვების ჩასატარებლად.
დასაწყისის თარიღი: 01.07.2019
დამთავრების თარიღი: 30.06.2023
ge
პროექტის აღწერა - ევროკავშირი პრიორიტეტს ანიჭებს საქართველოში ეკონომიკურ განვითარებას, მხარს უჭერს კლასტერულ მიდგომას მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.
დასაწყისის თარიღი: 01.02.2019
დამთავრების თარიღი: 31.07.2023
ge
პროექტის აღწერა - პროექტი არის EU4Business მხარდაჭერის ნაწილი საქართველოში, რომლის მიზანიც არის მეწარმეების დახმარება, სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან კონტაქტების გაძლიერება.
დასაწყისის თარიღი: 20.12.2018
დამთავრების თარიღი: 30.06.2024
am
az
ge
md
ua
პროექტის მიზნები - EU4Environment მექანიზმი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ სამეზობლოში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გარემოსდაცვითი კეთილდღეობის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფას, ამასთან, ეხმარება ექვს პარტნიორ ქვეყანას, გამოიყენონ უფრო მწვანე ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები და შეინარჩუნონ ბუნებრივი კაპიტალი.
დასაწყისის თარიღი: 11.12.2018
დამთავრების თარიღი: 10.11.2023
ge
პროექტის აღწერა - პროექტი, რომელიც საქართველოში მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირის საქმიანობის ნაწილია, ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს, შექმნას და გაზარდოს საკუთარი შესაძლებლობები.
დასაწყისის თარიღი: 20.11.2018
დამთავრების თარიღი: 19.11.2023
ge
პროექტის მიზნები - პროგრამის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და მის რეგიონებში სოციოეკონომიკურ განვითარებას ბიზნესისთვის უფრო სწრაფი და სამართლიანი სამართალწარმოების, ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნეს მოდელების ხელშეწყობით, ასევე სამუშაო ადგილების შექმნით.
დასაწყისის თარიღი: 13.09.2018
დამთავრების თარიღი: 29.02.2024
am
az
ge
md
ua
პროექტის აღწერა - სტრუქტურული რეფორმების მექანიზმი (მექანიზმი) მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში მდგრადი და სამართლიანი ეკონომიკური ზრდის მოდელების ხელშეწყობას, რაც უზრუნველყოფს ინვესტიციების გაზრდასა და მოქალაქეებისთვის უკეთესი სოციოეკონომიკური პირობებისა და სამუშაოს პერსპექტივების შექმნას.
ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე