ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში 40+ პროექტის მეშვეობით
დასაწყისის თარიღი:
21.12.2022
დამთავრების თარიღი:
21.03.2025
პროექტის აღწერა - ევროკომისიის (EC) დაკვეთით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ განხორციელებული რეგიონული პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში მდგრადი და თანაბარი ეკონომიკური ზრდის მოდელების ცვლილებასა და ხელშეწყობას.
დასაწყისის თარიღი:
09.12.2022
დამთავრების თარიღი:
08.02.2025
პროექტის მიზნები - სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება; ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ღირებულების ჯაჭვების განვითარების ან/და გაფართოების ხელშეწყობა; სოფლებში სამიზნე ჯგუფებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესება პროფესიული განათლების მეშვეობით; სამიზნე რეგიონებში სოფლის განვითარების ხელშეწყობა.
დასაწყისის თარიღი:
01.06.2022
დამთავრების თარიღი:
31.05.2024
პროექტის აღწერა - პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის გაძლიერებას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
დასაწყისის თარიღი:
01.02.2022
დამთავრების თარიღი:
31.01.2024
პროექტის მიზნები - სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მარცვლეულის, რძის პროდუქტებისა და ღვინის ხარისხის კონტროლის მეშვეობით ადგილობრივი ბიზნესის წარმოების გაუმჯობესება.
დასაწყისის თარიღი:
01.02.2022
დამთავრების თარიღი:
31.01.2024
პროექტის აღწერა - პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს კლასტერების შექმნის და მხარდაჭერის გზით და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის მიზნით ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
დასაწყისის თარიღი:
01.01.2022
დამთავრების თარიღი:
30.06.2024
პროექტის აღწერა - ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის მთავარი მიზანია აფხაზეთის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხისა და სოციოეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
დასაწყისის თარიღი:
01.12.2021
დამთავრების თარიღი:
31.01.2024
პროექტის აღწერა - პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს GEOSTM-ის ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერებას. ის აუმჯობესებს საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის მორგებული სერვისების მიწოდებას.
დასაწყისის თარიღი:
01.01.2021
დამთავრების თარიღი:
30.12.2024
პროექტის აღწერა - ქალაქის მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) ინიციატივა, პარტნიორობა ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის, მხარს უჭერს მერებს და მათ გუნდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
დასაწყისის თარიღი:
21.12.2020
დამთავრების თარიღი:
31.10.2024
პროექტი ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორ მთავრობებს ინსტიტუციური რეგულაციების გაძლიერებაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ.
დასაწყისის თარიღი:
02.11.2020
დამთავრების თარიღი:
30.04.2024
პროექტის აღწერა - პროექტის ფარგლებში ევროპული სურსათის უვნებლობის ინსტიტუციები მჭიდროდ თანამშრომლობენ ქართველ კოლეგებთან სამართლებრივ საკითხებზე.
დასაწყისის თარიღი:
23.07.2020
დამთავრების თარიღი:
22.07.2023
პროექტის აღწერა - პროექტი ეხმარება ისეთ ფირმებს, რომლებიც ეძებენ დაფინანსებას შემდეგი მიზნებისთვის - ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგოეფექტურობა, მწვანე პროექტები და ადრეული ეტაპის დაფინანსება.
დასაწყისის თარიღი:
13.12.2019
დამთავრების თარიღი:
13.12.2024
პროექტის აღწერა - პროექტი "EU4Business: დამაკავშირებელი კომპანიები" მიზნად ისახავს გაზარდოს ვაჭრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ექვს ქვეყანას შორის.