პროექტის აღწერა
პროექტის აღწერა - ევროკავშირი პრიორიტეტს ანიჭებს საქართველოში ეკონომიკურ განვითარებას, მხარს უჭერს კლასტერულ მიდგომას მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. ეს პროექტი , რომელიც დაფუძნებულია წარმატებულ საპილოტე პროგრამებზე, ქვეყნის მასშტაბით სოციოეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, სამთავრობო უწყებებთან პარტნიორობით, ეხმარება ტანსაცმლის, სამშენებლო და ტურიზმის სექტორებში არსებულ კლასტერებს.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზნები - პროექტის მთავარი მიზნებია ინოვაციური თანამშრომლობის გზით ტანსაცმლის, სამშენებლო და ტურიზმის სექტორებში ბიზნესის პროდუქტიულობის გაზრდა და კლასტერებისა და ბიზნესის განვითარების ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება, რაც მიმართულია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ.