პროექტის აღწერა
პროექტის აღწერა - პროექტი, რომელიც საქართველოში მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირის საქმიანობის ნაწილია, ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს, შექმნას და გაზარდოს საკუთარი შესაძლებლობები. პროექტი უზრუნველყოფს ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობას რეგიონებში. ასევე, სამთო ტურიზმსა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და შემოსავლის მიღების საშუალებების გაზრდას. პროექტი უზრუნვეყოფს კანონმდებლობის შემუშავებას, ბრენდირებას, საბაზრო კავშირების შექმნას და მხარს უჭერს ადგილობრივი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ინიციატივებს.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზნები - უპირველესი მიზანია მდგრად სამთო ტურიზმსა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში ბიზნეს ლანდშაფტის გაზრდა და შემოსავლის მიღებისთვის ახალი პერსპექტივის შექმნა, რაც მიმართულია საქართველოს განსაზღვრულ მთიან რეგიონებში სიღარიბისა და მარგინალიზაციის შემსუბუქებისკენ.