ინვესტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ მცირე და საშუალო საწარმოებში: 2019 წლის EU4Business-ის წლიური ანგარიში

2019 წლის წლიური ანგარიში გთავაზობთ უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ გასული წლის მიმოხილვას; იგი მოიცავს EU4Business-ისა და ათი წლის განმავლობაში მისი შესრულების ძირითადი მახასიათებლების ფართო პრეზენტაციას.

2019 წლის ანგარიში ეფუძნება 400-ზე მეტი პროგრამული და საპროექტო დოკუმენტის ანალიზს და ფოკუსირებას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ჯგუფებზე აღმოსავლეთის პარტნიორობის თითოეულ წევრ ქვეყანაში და ასევე ექვს მრგვალ მაგიდაზე, რომელიც მოეწყო სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის დედაქალაქებში. ამ წლიურ ანგარიშში ასახულია 230-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელის, პროექტის განმახორციელებელი პარტნიორის, სახელმწიფო ორგანოს, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციისა და სხვა მონაწილეების ხედვები.

გარდა ამისა, ანგარიშში ასევე განხილულია ის, თუ რა წვლილი შეაქვს EU4Business-ს ინიციატივას ოთხ პრიორიტეტულ სფეროში და რამდენად შეესაბამება მისი ძირითადი მაჩვენებლები ფინანსების, უნარების, სამუშაო ადგილებისა და პოლიტიკის რეფორმირების სფეროში ევროკავშირის 2020 წლის შედეგებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის, ყურადღების ფოკუსირებით ბენეფიციარების წარმატების ისტორიებზე.

დაბოლოს, ანგარიშში განხილულია EU4Business-ის შემდგომი განვითარების და მეწარმეების საჭიროებებთან შესაბამისობის ამაღლების გზები, 2019 წლის გაზაფხულზე აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ჩატარებული მცირე და საშუალო ბიზნესის ფოკუსირების ჯგუფებისა და შესაბამისი მონაწილეების მრგვალი მაგიდების სერიის საფუძველზე გაკეთებული დასკვნებით.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
reject_all
accept_all