"მეღვინეობა ყოველთვის იყო ჩვენი ოჯახის საქმიანობა, მაგრამ ჩვენ ღვინოს პირადი მოხმარებისთვის ვაკეთებდით, და არა კომერციული მიზნით", - ამბობს ბაია აბულაძე, 24 წლის მეღვინე გოგო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩიდან.
"შემდეგ უკვე ამ საქმიანობით ოჯახის ახალგაზრდა წევრები დავინტერესდით და ვიზრუნეთ იმისათვის, რომ ჩვენი ოჯახური ტრადიცია ბიზნესად გვექცია", - ეს ბიზნესი იყო ბაიას ღვინო.
ბაიას პროდუქცია 2015 წლიდან გამოდის, უკვე არა მარტო საქართველოში, არამედ ევროკავშირშიც იყიდება.
ბაია მცირე მეწარმეობას თავის დასთან, გვანცასთგან ერთად უძღვება. ისინი იყენებენ ისეთ იმერულ ჯიშებს, როგორებიცაა "ცოლიკოური", "ციცქა", "კრახუნა" და "ოცხანური საფერე". ბაიას გეგმაა იმ დაკარგული ყურძნის ჯიშების გაშენებაც, რომლებსაც მეურნეობაში აღარ იყენებენ და მხოლოდ ლაბორატორიებშია დაცული.
სამეწარმეო მხარდაჭერა, რომელიც ბაიამ ევროკავშირისგან მიიღო, არაფორმალური განათლების მიღებას, კონტაქტების, გაყიდვებისა და პროდუქციის რეკლამირების გაუმჯობესებას გულისხმობდა.
"ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ მეწარმე ქალთა კონფერენციაზე პრეზენტაცია გავაკეთე და რამდენიმე საინტერესო კონტაქტი დავამყარე. ღონისძიება ორგანიზებული იყო ბრიუსელში ორგანიზაციის WEgate platform-ის მიერ, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი", - განმარტავს ბაია.
მონაწილეობა მიიღო ევროპის განათლების ფონდის მიერ უკრაინაში ორგანიზებულ კურსში, სადაც შეისწავლა, თუ რა დახმარებას სთავაზობენ ქალებს სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე, ის გზები, რომლის საშუალებითაც წარმატებით აფართოებენ საკუთარ ბიზნესს.
2017 წელს დაიწყო ბაიას ღვინის ექსპორტი ავსტრიაში ავსტრიელი პარტნიორის დახმარებით, რომელიც მან თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე გაიცნო. 2018 წლის იანვარში ბერლინის მწვანე კვირეულის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
"მე, როგორც მეწამრეს, ძალიან დამეხმარა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან ერთად მოაწერა ხელი", - ამბობს ბაია და აგრძელებს: "საგადასახადო განაკვეთი ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის ევროკავშირის გარდა სხვა ქვეყნებში ძალიან მაღალია. ევროპულ ქვეყნებთან კი ის ახლა განსხვავებულია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება კარგი არჩევანი იყო საქართველოსთვის. ღვინის გატანა ბერლინის გამოფენაზე ჩვენ ყოველგვარი საექსპორტო გადასახადის გარეშე შევძელით".
ბაიას და გვანცა ოჯახურ ბიზნესს მოგვიანებით შეუერთდა. მანამდე ის ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS) პროგრამით შვედეთში ცხოვრობდა.
"გვანცა ახალი, ინოვაციური იდეებით შემოგვიერთდა", - ამბობს ბაია და ამატებს: "ის არა მარტო მართავს ჩვენს ღვინის წარმოებას, არამედ ჩართულია ღვინის ტურიზმის განვითარებაში. მან ჩვენი წარმოება ისეთ საიტებზე დაარეგისტრირა, როგორიცაა TripAdvisor, Booking.com და Airbnb. ჩემმა დამ ევროპული ცოდნა და გამოცდილება გადმოიტანა ჩვენს გარემოში".
ეს სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.