EU4Business-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, საქართველოში მანქანების გაქირავების AVIS კომპანიის წარმომადგენლობამ გააუმჯობესა საკუთარი ბიზნესი, გააფართოვა ქსელი და გააორმაგა გაყიდვები.
AVIS გახლდათ მანქანების გაქირავების პირველი კომპანია აეროპორტებში, ჯერ კიდევ 1946 წელს დეტროიტში. დღეს, თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ მანქანების გაქირავების გლობალური კომპანიის მომსახურებით. ლიცენზიას ფლობს მისი ოფიციალური წარმომადგენელი, ქართული კომპანია შპს „აისი“, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს დაზღვეულ მანქანებს პროფესიონალი მძღოლებით ან მათ გარეშე. კომპანიის კლიენტების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია. იგი მოიცავს მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში მომუშავე საწარმოებს.
მაგრამ დიდ ბრენდებს დიდი პასუხისმგებლობაც მოჰყვება. სულ რამდენიმე წლის წინ კომპანია იყენებდა მოძველებულ კორპორატიულ ვებგვერდს, რომელიც არ იყო ადაპტირებული მობილური მოწყობილობებისთვის და მისი პოვნა არ იყო ადვილი. კომპანია არ იყო წარდგენილი სოციალურ მედიაში და ჰქონდა შეზღუდული მარკეტინგული საქმიანობა.
ბრენდის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის, ონლაინ დაჯავშნისა და ონლაინ ხილვადობის გამარტივების მიზნით „Avis Georgia“-მ გადაწყვიტა, გადასულიყო ხილვადობის და საკომუნიკაციო აქტივობების ახალ დონეზე. სწორედ ამ დროს პროცესში ჩაერთო EU4Business და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).
EBRD-ის კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის პროგრამის ფარგლებში, კონსულტანტები დაეხმარნენ კომპანიას:
- ახალი, ადვილი გამოსაყენებელი ვებგვერდის შექმნაში საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციით, რომელიც ადაპტირებულია მობილური მოწყობილობებისთვის და შეესაბამება AVIS-ის გლობალურ სტანდარტებს;
- სოციალურ მედიაში მუშაობის სტრატეგიის შემუშავებასა და კომუნიკაციების დაგეგმვაში;
- ძირითადი სოციალური მედიის არხებზე არსებობის განვითარებაში;
- ქსელისა და სოციალური მედიის მართვის სფეროში პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებაში.
„ელექტრონული კომერციის ახალმა პლატფორმამ, თანამედროვე და ფუნქციონალურმა ვებგვერდმა, სოციალურ მედიაში მუშაობამ და კარგად განსაზღვრულმა მარკეტინგულმა სტრატეგიამ გააძლიერა შპს „აისის“ კორპორატიული იმიჯი და გააუმჯობესა ურთიერთობები არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან“, – ამბობს კომპანიის მენეჯერი ნატალია სიხარულიძე
EU4Business-ის მხარდაჭერით მიღებულ შედეგებს ციფრები ადასტურებს, რომლებიც კომპანიას უფრო კონკურენტუნარიანად და წარმატებულად აქცევს – გაყიდვები გაიზარდა 120%-ით, ბრუნვა 35%-ით, ხოლო ვებგვერდის ვიზიტორთა რიცხვმა 16 000-ს გადააჭარბა.
ამავე დროს, შპს „აისი“ ახორციელებს კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემების (CRM) და ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების პროექტის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის ტექნიკურ აღრიცხვას.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
გაიგეთ მეტი
EBRD-ის კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის