1957 წელს დასავლეთ საქართველოს ქალაქ ზესტაფონიდან 28 ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი უკრაინაში ახალი პროფესიის შესასწავლად ჩავიდა. დაბრუნების შემდეგ მათ საქართველოში პირველი კაბელების წარმოება დაიწყეს. კომპანია, რომელიც დღეს „საქკაბელის“ სახელითაა ცნობილი, ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს და მომხმარებლებს უკვე 75 სხვადასხვა ტიპის კაბელს სთავაზობს.
დავით კაპანაძე , „ საქკაბელის“ მმართველი დირექტორი , კომპანიის წარმატებას მაღალი ხარისხის ნედლეულსა და კვალიფიციურ სპეციალისტებს მიაწერს . კომპანიას დღეს რვა შოურუმი აქვს საქართველოს ოთხ ქალაქში : თბილისში , ბათუმში , ზესტაფონსა და ქუთაისში . ამასთან , კომპანია აერთიანებს სამ სასაწყობე სივრცეს , 40- მდე სადილერო და 300- მდე პარტნიორ მაღაზიას .
2018 წლიდან , „ საქკაბელის “ პროდუქცია , როგორც ადგილობრივ , ასევე საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ , ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის , რომლის განახლებაც ევრო რეგულაციების შესაბამისად მოხდა .
„ საქკაბელი “ იმ კომპანიების სიაშია , რომლებსაც საერთაშორისო სტანდარტის საწარმო აქვთ და ექსპორტზე საკუთარი ნიშა იპოვეს . გასულ წელს , ევროპული სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვით შექმნილი ,, საქკაბელის ” პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაშიც განხორციელდა .
,, წარმადობის გაზრდით ექსპორტს მომზადებული შევხვდით - ინვესტიცია განვახორციელეთ , სიმძლავრეები გავზარდეთ და საწარმო უახლესი მანქანა - დანადგარებით აღვჭურვეთ . ასე შევძელით ბულგარეთის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია გავმხდარიყავით “, თქვა კაპანაძემ.
ამასთან „საქკაბელმა“ მიზნად დაისახა , რომ კომპანიის განვითარება უფრო მდგრადი მიმართულებით წასულიყო. კომპანია აკვირდებოდა თუ როგორ იზრდებოდა განახლებადი ენერგიის წილი მსოფლიო მასშტაბით და ხედავდა, რომ არა მხოლოდ საზღვრებს გარეთ , არამედ საქართველოშიც აქტუალური ხდებოდა მზის ენერგიის გამომუშავება . ქვეყნის ენერგოპოლიტიკის თანახმად , 2030 წლისთვის საქართველოს ენერგიის 27.4% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული
ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით , „საქკაბელმა“ თავისი მიზნების განსახორციელებლად კარგი შესაძლებლობა იპოვა . პროექტის ფარგლებში მოპოვებული EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი არის ერთობლივი ინიციატივის ნაწილი , რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტიციების დაფინანსებაში . ეს უზრუნველყოფს , რომ კომპანიებმა მიიღონ მხარდაჭერა ინვესტიციებისთვის ახალ აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებში , რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს . ეს , თავის მხრივ , საშუალებას აძლევს მათ გამოიყენონ DCFTA, საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც 2014 წელს გაფორმდა და 2016 წელს განხორციელდა .
2022 წელს, „საქკაბელმა“ 1,1 მილიონი ლარის (377,000 ევრო) ინვესტიცია ჩადო ზესტაფონში მისი შენობების სახურავებზე მზის პანელების დასამონტაჟებლად, განაცხადა კაპანაძემ. მისი თქმით, კომპანია Helios Energy-მ დაამონტაჟა 500 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური. „საქკაბელი“ ახლა გამომუშავებულ მზის ენერგიას წარმოების პროცესში იყენებს , რაც ამცირებს მის დამოკიდებულებას ქსელში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე.
ამ ინვესტიციის წყალობით , დღეს მზის ელექტროსადგური „ საქკაბელს“ აწვდის წლიური ენერგეტიკული მოთხოვნილების მესამედს , რაც ამცირებს ელექტროენერგიის წლიურ ხარჯებს და საშუალებას აძლევს კომპანიას დანაზოგი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართოს .
ჩვენი საწარმოს სახურავზე მზის პანელების განთავსება იყო პირველი ნაბიჯი , რომელიც „საქკაბელმს“ მდგრადი ენერგიის მიმართულებით გადადგა “, - განაცხადა კაპანაძემ .
„ საქკაბელი “ მიესალმება ყველა იმ ინიციატივას , რაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებას ემსახურება , რისი საბოლოო მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა .“
მზის ენერგიის გამოყენებამ პირდაპირ განაპირობა ახალი პროდუქტის შექმნა - " სოლარი " არის კაბელი , რომელიც მზის პანელების ურთიერთკავშირსა და გრძელვადიან ფუნქციონირებას საიმედოდ უზრუნველყოფს .
ჩეხეთის ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებული კაბელი აკმაყოფილებს ევროპის ჯანმრთელობის , უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით სტანდარტებს , რაც უზრუნველყოფს პროდუქტის თავისუფალ ვაჭრობას ევროპულ ბაზარზე . ევროპელი ექსპერტები ჩართულნი იყვნენ კაბელის შემუშავებისა და ტესტირების პროცესში , ჩაატარეს საფუძვლიანი გამოკვლევა მთელი წარმოების ციკლის , კაბელის მახასიათებლებისა და გამოყენებული ნედლეულის შესახებ .
„საქკაბელისთვის“ " სოლარ " კაბელი მხოლოდ დასაწყისია . გაფართოებული წარმოებითა და სიმძლავრით , ის აპირებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს კომპანიებს საერთაშორისო დონეზე და საქართველოში წარმოებულ, ევროპული სტანდარტებით შექმნილ პროდუქციას პოპულარიზება გაუწიოს.