ევროკავშირი ეხმარება ქართულ ჩაის ბრენდს დააკავშიროს ისტორია, სტუმართმოყვარეობა და ჯანსაღი ცხოვრება

საქართველო
ევროკავშირი ეხმარება ქართულ ჩაის ბრენდს დააკავშიროს ისტორია, სტუმართმოყვარეობა და ჯანსაღი ცხოვრება

„ტაბას“ ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისს უკავშირდება, როდესაც არკადი შეწირული საქართველოში ჩაის ინდუსტრიისა და კულტურული ტრადიციის ჩამოყალიბებაში აქტიურად მონაწილეობდა. როგორც ჩაის მოყვანისა და განათლების ერთ-ერთი პიონერი, მან 50 წელი ჩაის გადამუშავებისა და ტექნოლოგიების სწავლას მიუძღვნა.

დღეს მისი მემკვიდრეობა მის შთამომავალთა მეშვეობით გრძელდებამათ შორისაა ალექს შეწირული, რომელიც გურიაში მდებარე თითქმის საუკუნოვან პლანტაციას უვლის. ოჯახი არკადის ხედვას აგრძელებ და ტრადიციული მეთოდების თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმით მაღალი ხარისხის ქართულ ჩაის აწარმოებ.

ჩემი პროფესია სამკურნალო მედიცინას უკავშირდება და მრავალი წელი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი,“ამბობს შეწირული. მაგრამ ჩემი გენი გამუდმებით უკან მიხმობდა. ძლიერი სურვილი გამიჩნდა დავბრუნებულიყავი და ქართული ჩაის კულტურის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანაამჯერად, ჩვენი საოჯახო ტრადიციისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებით.“

დაახლოებით ათი წლის წინ, ოჯახმა გურიის სუბტროპიკულ ლანდშაფტებში მოქცეული ისტორიული, 10 ჰექტარზე გადაჭიმული ჩაის პლანტაციების აღდგენა დაიწყო. ნაკვეთის გულში მდებარეობს 120-წლიანი ოდა. ვიზიტორებს შეუძლიათ ბაღში გაისეირნონ, შეაბიჯონ ტრადიციულ ოდაში და დააგემოვნონ ქართული არომატებითა და მემკვიდრეობით სავსე ჩაი.

ასე დაიბადა თანამედროვე, გლობალურად აღიარებული ბრენდი, რომელიც დღეს „ტაბას“ სახელითაა ცნობილი.

ტაბა აწარმოებს ჩაის სხვადასხვა სახეობას და პროდუქციას 26 ქვეყანაში აგზავნის. კომპანია ასევე სტუმრებს სთავაზობს 1.5-საათიან ჩაის ტურს, რომელიც იწყება მრავალწლიან პლანტაციებში ექსკურსიით, სადაც სტუმრები ეცნობიან ხელით მოკრეფის ტრადიციულ ტექნიკას, რასაც მოჰყვება წარმოების შენობის მონახულება.

ყველაზე მეტად გვინდოდა შეგვექმნა ინოვაციური გამოცდილებაის, რაც ტრადიციასა და თანამედროვეობას ჰარმონიულად აერთიანებს და სტუმრებს მართლაც განსაკუთრებულ რამეს სთავაზობს,“განმარტავს შეწირული. თუმცა, ამ ხედვის რეალობად ქცევა სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანეგურია - ადგილობრივიდემოკრატიისადასოფლისგანვითარებისმხარდაჭერაინკლუზიურიდამდგრადიმწვანეზრდისთვის“ (ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში) მეშვეობით ოჯახმა 19,300 ევროს დაფინანსება მიიღო ჩაისთვის განკუთვნილი სპეციალური დარბაზის ასაშენებლად. ეს სივრცე ჩაის რიტუალებისთვის შეიქმნაადგილი, სადაც ჩაის მოყვარულები და ენთუზიასტები ყოველდღიურად იკრიბებიან, რათა ჩაი მიირთვან და სხვადასხვა თემებზე ისაუბრონ.

პროექტი, რომელსაც CENN ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და KEDA- ადგილობრივი მოქმედების ჯგუფთან პარტნიორობით ახორციელებს, ხელს უწყობს ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას გურიის სოფლებში. პროექტის მიზანია მწვანე და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარება და ის შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობასგანსაკუთრებით ქალებს, ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებსაქტიურად ჩაერთონ კლიმატისადმი მდგრადი მომავლის შექმნაში.

ჩაი ბუნებრივად იძლევა მრავალფეროვან გვერდით პროდუქტებს, მათ შორის კოსმეტიკას. „ტაბა“ უკვე აწარმოებს ორგანულ პროდუქციას, როგორიცაა საპონი და ჩაის ხის ეთერზეთი.

ჩემი სამედიცინო განათლების ფონზე, ყოველთვის მიზიდავდა ჩაის დაკავშირება ჯანმრთელ ცხოვრებასთან. მაღალი ხარისხის ჩაი ძალიან სასარგებლოაის ხელს ეხმარება ორგანიზმს დეტოქსიკაციაში, ამარტივებს მონელებას და ზოგჯერ მედიტაციურ მდგომარეობასაც უწყობს ხელს,“განაცხადა შეწირულმა და აღნიშნა, რომ „ტაბა“ ჯანსაღი ცხოვრების მიმართულების აპირებს განვითარებას.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე