ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი ბიზნესისთვის მხარს უჭერენ ავეჯის კომპონენტების მწარმოებელ კომპანია ინოვას

საქართველო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი ბიზნესისთვის მხარს უჭერენ ავეჯის კომპონენტების მწარმოებელ კომპანია ინოვას

საქართველოში ავეჯის არც ისე ბევრი საერთაშორისო ბრენდია, უცხოეთიდან გამოწერა ძვირი და ლოგისტიკურად რთული პროცესია. ამის ნაცვლად, სახლის მფლობელები ადგილობრივ მეავეჯეებს სამზარეულოებსა და კარადებს უკვეთავენ, ხოლო ადგილობრივი მეავეჯეები მიმართავენ ისეთ კომპანიებს, როგორიცაა ინოვა ჯორჯია. ის ერთ-ერთია იმ 170 ბიზნესიდან, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი ტექნიკურ გადაიარაღებაში ეხმარებიან ერთობლივი პროგრამის ფარგლებში: Eu4Business-EBRD საკრედიტო ხაზი.

ინოვა ჯორჯიას მფლობელებს ბაზარზე საქმიანობის 30 წლიანი გამოცდილება აქვთ.

“ეს გამოცდილება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აქტივია,” ამბობს ბესო ჩხეიძე, კომპანიის გენერალური დირექტორი.

მეორე აქტივი კი ინოვაციისაკენ სწრაფვაა. სექტორის მაჯისცემის ცოდნა, განვითარების ხელშეწყობა - ეს კომპანიის მამოძრავებელი პრინციპებია. მისი ერთ-ერთი მთავარი შენაძენი ახალი პროგრამაა, რომელიც ციფრულ სივრცეში ავეჯის ესკიზების შექმნის შესაძლებლობას ქმნის. ამ ესკიზების საფუძველზე ინოვა ჯორჯიას ქარხანა კი ავეჯის კომპონენტებს ქმნის.

“ეს ციფრული პროგრამა იტალიაში შევიძინეთ. ვისაც ტექნოლოგიები გაეგება, იცის, რომ ამ პროგრამის დახმარებით საბრძოლო თვითმფრინავის აწყობაც კი შეიძლება.  ჩვენი ახალგაზრდა პროგრამისტები უკვე ხუთი წელია მუშაობენ, რომ პროგრამა ავეჯის წარმოება მოარგო. მარტივი მოსახმარია, მისი დახმარებით იდეალური ავეჯის აწყობა შეგიძლიათ,“ ამბობს ბესო.

ახალი პროგრამის დანერგვასთან ერთად საჭირო გახდა წარმოების გაზრდაც.

“პროგრამა და წარმოება ერთდროულად განვავითარეთ. დიზაინერებს შეუძლიათ ააწყონ ესკიზები პროგრამაში, ჩვენთან მოუსვლელად, გაიგონ ფასები, შეუკვეთონ კომპონენტები და ჩვენ უზრუნველვყოფთ მიწოდებას. ეს ამცირებს ყველას დროს, რესურსებს, პროცესს უფრო გამართულს ხდის.”

ინოვა ჯორჯიას საწარმო დიდი ტერიტორიაა, დაყოფილია რამდენიმე სექციად და აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ნაწილი მათგანი შეძენილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს მოახდინონ ინვესტიცია საწარმო ხაზის განვითარებაში, რაც ხელს უწყობს კომპანიებს გააფართოონ საკუთარი წარმოება, შემოიღონ შრომის უსაფრთხოება, რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენება და გარემოსდაცვითი ღონისძიებები. კომპანიები დაფინანსებას ევრობანკის პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით იღებენ, და ინვესტიციის წარმატებული განხორციელების შედეგად, 15 პროცენტიან წამახალისებელ გრანტს იღებენ.

წარმოებაში ვიყენებთ მოწინავე ევროპულ ტექნოლოგიებს, რაც გვეხმარება მაღალი ხარისხის კომპონენტების დამზადებაში. ჩვენი პარტნიორების დახმარებით, საკუთარი სახსრებით და მონდომებით შევძელით, შეგვექმნა ევროპული სტანდარტის საწარმო.”

ამ სფეროს გაციფრულება მომავალია, ამბობს ბესო, შესაბამისად, კომპანიაში საკუთარი პროდუქტის უცხოეთში ექსპორტისათვის ემზადებიან.

“ჩვენს სფეროში მსოფლიო ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება, ამიტომაც სულ ვცდილობთ, ვიყოთ შესაბამისობაში, შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს კომპონენტები, რომელიც დროს გაუძლებს და ჩვენი ცოდნა და ციფრული პროგრამა -  ჩვენს პარტნიორებს უცხოეთში.”

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე