ქართველი მეფრინველეების ბიზნესი ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა

საქართველო
ქართველი მეფრინველეების ბიზნესი ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა

მედეა თევზაძემ, ოთხი შვილის დედამ, 29 წლის ასაკში მისი ოჯახის წინაშე არსებული გამოწვევა შესაძლებლობად აქცია, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს მეწარმედ ვერ ხედავდა. ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როდესაც მისმა დედამთილმა, გულნარა ჯანაშიამ, რომელსაც მეფრინველეობის კუთხით საკმაო გამოცდილებაც ჰქონდა, გადაწყვიტა საოჯახო მეურნეობა ბიზნესად ექცია.

გრძელი გზა

ყოველწლიურად ჯანაშია მის ოჯახს მაღალი ხარისხის ქათმის ხორცითა და კვერცხების მუდმივი მარაგით უზრუნველჰყოფდა. მალევე მიხვდა, რომ მის რეგიონში ამ პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა იყო და გადაწყვიტა წარმოება გაეფართოვებინა.

ამისთვის დასავლეთ საქართველოს გურიის რაიონის სოფელ ამაღლებაში მდებარე ფერმიდან კვერცხი სამტრედიაში, სამრეწველო ინკუბაციურ ცენტრში მიჰქონდა წიწილების გამოსაჩეკ. ახლად გამოჩეკილი წიწილების მოსავლელად მისმა ოჯახმა 200 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე საქათმე ააშენა. პროექტმა სწრაფად გადააჭარბა მოლოდინს, რადგან წარმატებულმა გაყიდვებმა შემოსავალი მოიტანა. ოჯახმა ეს თანხა მეუნეობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენა.

ოჯახს სტაბილურად ჰყავდა 150 ერთეული მეხორცულ-მეკვერცხული ქათამი, საიდანაც ყოველწლიურად დაახლოებით 10.000 ერთეულამდე კვერცხს იღებდა.

თუმცა, გურიიდან იმერეთში კვერცხების ტრანსპორტირება და გამოჩეკილი წიწილების უკან დაბრუნება დიდ დროსა და ხარჯებთან ასოცირდებოდა. ოჯახი უკვე გამოსავალ ეძებდა.

ერთი ნაბიჯით წინ

ჯანაშიას რძალმა, მედეა თევზაძემ, ოჯახს ხარჯების შემცირებასა და შემოსავლის გაზრდის მიზნით, შესთავაზა ადგილზე საშუალო ზომის ინკუბატორის აშენება. მაგრამ ინკუბატორის შეძენა მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციას მოითხოვდა, რასაც ოჯახი ვერ შეძლებდა.

საბედნიეროდ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები-ქალებისთვის" დაეხმარა მათ ჩართულიყვნენ პროექტში "ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი" (CESL), რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ, როგორც EU4Business ინიციატივისა და EU4ITD-ის კომპონენტი. მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. პროექტის მხარდაჭერით ოჯახმა იყიდა ინკუბატორი და საშრობი, რომელსაც 5000 კვერცხის დამუშავება შეუძლია.

ჩვენი ხარჯები შემცირდა“, - ამბობს თევზაძე. ადრე კვერცხების და გამოჩეკილი წიწილებისთვის თანხის ცალცალკე გადახდა გვიწევდა. ახლა მხოლოდ კვერცხებ საფასურს ვიხდით და შეგვიძლია გამოჩეკილ წიწილებს ისე მოვუაროთ, როგორც გვინდა. ძალიან კმაყოფილი ვართ ცვლილებებით. ”

ინკუბატორში პირველი წიწილების წარმატებით გამოჩეკვისთვის და ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად, ჯანაშიამ სამი ადგილობრივი ქალი დაასაქმა.

ინკუბატორში წიწილების გასაზრდელად საჭიროა მთელი ღამის გათენება, რათა კვერცხები ყოველ ორ საათში ერთხელ გადატრიალდეს და ვინმემ აკონტროლოს, რომ შუქი ჩართულია, რომ სითბო შენარჩუნდეს. მძიმე სამუშაოა“, - ამბობს თევზაძე.

CESL-ის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ოთხ რეგიონში (გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) მოსახლეობის შემოსავლის წყაროების გაზრდას. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მიგრაციის შემცირებას დედაქალაქ თბილისში და ცდილობს უფრო მეტ ადამიანი წაახალისოს, დარჩეს ან გადავიდეს საცხოვრებლად ამ რეგიონებში.

პროექტის მხარდაჭერით თევზაძეს და მის ოჯახს შეუძლია წლის განმავლობაში სამჯერ გამოჩეკოს ნამატი, მოახდინოს რეალიზაცია, დაასაქმოს მეზობლები და შექმნას ეკონომიკური დოვლათი სოფლად.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე