ქართველი მეღვინე ევროკავშირის მხარდაჭერით წარმოებას აორმაგებს

საქართველო
ქართველი მეღვინე ევროკავშირის მხარდაჭერით წარმოებას აორმაგებს

1820 წელს, საქართველოში მოგზაურობისას, ფრანგმა მოგზაურმა ჟაკ ფრანსუა გამბამ აღწერა, თუ როგორ დააგემოვნა უნიკალური ღვინო - ეს იყო ჩხავერი, დასავლეთ საქართველოს, კერძოდ გურიის რეგიონის გამორჩეული ჯიში.

წლების განმავლობაში ბევრი ადგილობრივი მეღვინე ამზადებდა ღვინოს ჩხავერისგან, მათ შორის ნოდარ ჩხარტიშვილიც, რომელმაც ამ საქმიანობას 50 წელზე მეტი მიუძღვნა. ღვინისადმი მისი სიყვარული დროთა განმავლობაში ნამდვილ მემკვიდრეობად იქცა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

დღეს ამ ტრადიციას მისი შვილიშვილიასევე ნოდარიაგრძელებს. ის ზუსტად იმ ვაზს უვლის, რომელიც ოდესღაც ბაბუამისმა დარგო. ამ ძალისხმევის და ოჯახის სიყვარულით შექმნილი ისტორიის შედეგია ის, რომნოდოს ღვინოუკვე აღიარებულია საერთაშორისო გამოფენებზე და ქართულ ღვინოს მსოფლიო არენაზე ღირსეულად წარმოადგენს.

როდესაც ნოდარ ჩხარტიშვილმა და მისმა მეუღლემ, თათია გოგიბერიძემ, დაახლოებით შვიდი წლის წინ ღვინის წარმოება დაიწყეს, მათი მიზანი მარტივი იყოდაემზადებინათ ღვინო მხოლოდ საკუთარი ოჯახისათვის. თუმცა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივ ფესტივალებზე თავიანთი პროდუქცია წარადგინეს და იხილეს, თუ რამდენად მოეწონა ხალხს მათი ღვინო, გააცნობიერეს, რომ მათ მართლაც რაღაც განსაკუთრებული ჰქონდათ შექმნილი.

მხოლოდ ერთი პატარა მარანი ავაშენეთ და გულუბრყვილოდ გვეგონა, რომ ეს საკმარისი იქნებოდა,“ — იხსენებს თათია გოგიბერიძე. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, რაც უფრო ხვეწდნენ ღვინის წარმოებას, ისე იზრდებოდა მოთხოვნაც. ის, რაც უბრალო ოჯახურ წამოწყებად დაიწყო, მალე წარმატებულ და სწრაფად მზარდ ბიზნესად იქცა. დღეს მათი მარანი რეგიონის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და სტუმრებისთვის გამორჩეულ გამოცდილებას წარმოადგენს.

თუმცა, ექსპორტის სტანდარტების დაკმაყოფილება მკაცრ ხარისხის კონტროლს მოითხოვდა, რაც თავდაპირველად მარტივი არ იყო. ევროპული სტილის პროდუქციის წარმოება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ოჯახისათვის, რადგან დუღილის პროცესში კონკრეტული პირობების მკაცრი დაცვა იყო საჭირო. შეზღუდული რესურსები, ისინი ცდილობდნენ საჭირო პირობების შენარჩუნებას კონდიციონერის დახმარებით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანეგურია - ადგილობრივიდემოკრატიისადასოფლისგანვითარებისმხარდაჭერაინკლუზიურიდამდგრადიმწვანეზრდისთვის“ (ევროკავშირის ENPARD IV პროგრამისფარგლებში) მეშვეობით, ოჯახმა საჭირო მხარდაჭერა მიიღო. პროექტი, რომელსაც CENN ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და KEDA- ადგილობრივი მოქმედების ჯგუფთან პარტნიორობით ახორციელებს, ხელს უწყობს ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას გურიის სოფლებში. პროექტის მიზანია მწვანე და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარება და ის შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობასგანსაკუთრებით ქალებს, ახალგაზრდებსა და მოწყვლად ჯგუფებსაქტიურად ჩაერთონ კლიმატისადმი მდგრადი მომავლის შექმნაში.

ახლა მარანი აღჭურვილია დუღილის რეზერვუარით, რომელსაც გააჩნია გაგრილების საფარი. ეს სისტემა მათ საშუალებას აძლევს დუღილის პროცესში მუდმივად შეინარჩუნონ 18°C ტემპერატურა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხელით კონტროლთან დაკავშირებულ რისკებს და უზრუნველყოფს პროდუქციის უფრო მაღალ ხარისხს. გარდა ამისა, აშენდა მარანი, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებსარა მხოლოდ ჰიგიენის კუთხით - დაცულია სათანადო რეცხვა-შრობის პროცედურები - არამედ იმ ტექნოლოგიური მოთხოვნებითაც, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის.

წელიწადში 2000 ბოთლს ვამზადებდით - ახლა 4000-ს ვამზადებთ“, - ამბობს გოგიბერიძე. მათი ღვინო ადგილობრივად იყიდება საქართველოში, მათ შორის რესტორნებსა და ცნობილ მაღაზიათა ქსელში „8000 მოსავალი“.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე