აგროლენდი მცირე გადამამუშავებელი ქარხანაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვანად წაახალისებს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანას.
საქართველოს ლამაზ სოფლებში საოჯახო ბიზნესის მიერ მოყვანილი არომატული დაფნის ფოთლები, ევროპისა და მთელი მსოფლიოს მომხმარებლების სამზარეულოში ხვდება.
„ჩვენი მომწოდებლები ძირითადად მეზობელი სოფლების ფერმერები არიან“, - ამბობს მფლობელი ალექსანდრე ნადარაია. „სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ადგილობრივ საზოგადოებას ეხმარები და აძლევ საშუალებას ქართული ბუნებრივი პროდუქციის შესახებ გაიგონ ევროპასა და მსოფლიოში“.
სულ რაღაც ცხრა წლის განმავლობაში აგროლანდი გადაიქცა დაფნის ფოთლების მცირე მასშტაბის მოვაჭრიდან, გადამამუშავებელ ობიექტად, რომელიც სპეციალიზდება შეგროვება, გამოშრობა, წარმოებასა და მთელს მსოფლიოში ექსპორტირებაზე და ეს ყველაფერი კომპანიისგან მოითხოვს ჰქონდეს ჯანსაღი წარმოების პროცესები.
EBRD-ის კონსულტაცია მცირე ბიზნესისთვის (ASB) პროგრამის დახმარებით – მცირე და საშუალო მეწარმეობის (SME) მხარდასაჭერად EU4Business ინიციატივის ფარგლებში – აგროლენდმა გაუშვა ერთიანი პლატფორმა, რომელიც ფირმის შიდა ინფორმაციის ოპერატიულად მართვისა და მარტივად თვალის დევნების საშუალებას იძლევა.
„ახალმა სისტემამ დადებითი გავლენა მოახდინა მუშაობის მთელ ციკლზე: წარმოებაზე, ფინანსებზე, ადამიანურ რესურსებზე, მარკეტინგზე და, რა თქმა უნდა, გაყიდვებზე. ჩვენ გვინდა მეტს მივაღწიოთ: მეტი კლიენტი, მეტი ბაზარი, მეტი ზრდა...“ ამბობს ნადარაია.
ევროკავშირის დაფინანსებით EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებს გამოცდილებასა და ცოდნას სთავაზობს, რათა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ევროკავშირთან გაღრმავებული ეკონომიკური კავშირები, რომლებიც დამყარდა 2014 წელს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
ნოუ ჰაუ
წარმოების გაძლიერება და ევროპულ სტანდარტებთან სწორება, ადგილზე ფინანსური და ხარისხის მართვის საიმედო სისტემების დანერგვა, ასევე, ბიზნეს აზროვნების ინოვაციური მეთოდების გამოყენება - ეს არის მხოლოდ რამდენიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს ცოდნა და ნოუ ჰაუ, რასაც ASB სთავაზობს მის კლიენტებს.
ეს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. ყოველწლიურად საქართველო რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია საერთაშორისო ინდექსებით, რომლებიც აფასებენ, რამდენად კარგ ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფს ქვეყანა. თუმცა, საერთაშორისო ბაზრების და შესაძლებლობების შესახებ შეზღუდული ინფორმაცია ხშირად ითვლება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის რეალიზაციის ხელის შემშლელ მიზეზად.
ჩაი გურიელი არის ცნობილი ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე, იგი იყიდება საცალო ვაჭრობის პუნქტებში, მაღალი კლასის სასტუმროებში, რესტორნებში და კაფე-ბარებში თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. ექსპორტი სომხეთში, ჩეხეთში, ჰოლანდიაში, რუსეთსა და უკრაინაში შეადგენს წლიური ბრუნვის 22 პროცენტს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საკონსულტაციო მომსახურება EU4Business-ის ფარგლებში დაეხმარა ფირმას ხარისხის სტანდარტების დანერგვაში, რათა შემდგომში გაემყარებინა მისი ბრენდის პოზიცია ISO სერტიფიკატის მიღების გზით.
„საკვების უსაფრთხოება და ხარისხის სტანდარტები გადამწყვეტია ჩვენს ბიზნესში. ბედნიერი მომხმარებლები ერთგული კლიენტები არიან. თანამიმდევრულობა ხელს უწყობს ეფექტურობის გაუმჯობესებასა და ხარჯების დაზოგვას“, - ამბობს კომპანიის დირექტორი მიხეილ ჭკუასელი. „ხარისხის სტანდარტები ხელს უწყობს ნდობასა და თანამშრომლობის შესაძლებლობების ზრდას არამხოლოდ ადგილობრივ ბაზრებზე, არამედ საექსპორტო ბაზრებზეც. ISO სერტიფიცირება არის უნივერსალური სიმბოლო იმისა, რომ პროდუქტები უსაფრთხო, საიმედო და კარგი ხარისხისაა.“
მხოლოდ გასულ წელს 100-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ ისარგებლა EBRD-ის მომსახურებით და უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 84 პროცენტმა გაზარდა ბრუნვა და 66 პროცენტმა ახალი სამუშაო ადგილები შექმნა.
უპირველეს ყოვლისა, საუბარია საერთო სურათზე, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლებისთვის კონკურენტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას, ბიზნესის ზრდის ხელშეწყობასა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების პირობების შექმნას.
გაიგეთ მეტი
EBRD-ის კონსულტაცია მცირე ბიზნესისთვის