ევროკავშირის EU4Business ინიციატივის, ადრეულ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისა და მცირე ბიზნესის ფონდების დაფინანსებით, EBRD-კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის დაეხმარა ღვინის მწარმოებელს ონლაინ მარკეტინგული საქმიანობის წარმართვაში, რითიც კომპანიამ მოიზიდა ახალი კლიენტები და გავიდა ახალ საექსპორტო ბაზრებზე.
საქართველო ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, შესაბამისად, ბაზარზე არაერთი ღვინის კომპანია საქმიანობს. თუმცა MADAMWINE ერთადერთი ღვინის კომპანიაა, სადაც დამფუძნებელი, მენეჯერი, ღვინის ტექნოლოგი- ყველა თანამშრომელი ქალია. იმის მიუხედავად, რომ კომპანია საკუთარ კლიენტებად ქალბატონებს მიიჩნევს, მამაკაცებიც არ არიან გულგრილი ამ ბრენდის ღვინის მიმართ. კომპანია პატარაა, არ აქვს საკუთარი საწარმოო ხაზი. ამის მიუხედავად, MADAMWINE- ს არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენაში მიუღია მონაწილეობა, ნაწარმი გასასინჯად გააგზავნეს სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ჰონ-კონგში. ბრენდის მეტი პოპულარიზაციისათვის და საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად, კომპანიამ გადაწყვიტა მეტი ძალისხმევა მიემართა ონლაინ მარკეტინგის მიმართულებით. ამისათვის, ჩვენ დავაკავშირეთ კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამყვან საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც MADAMWINE-ს დაეხმარა:
· კონცეფციის შემუშავებაში
· ვებსაიტის დიზაინისა და სტრუქტურის შექმნაში
· ვებსაიტის შექმნაში, კონტენტის ატვირთვასა და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაში
· ახალი ვებსაიტის გაშვებაში, რომელშიც ინტეგრირებულია სოციალური მედიის არხები. კომპანიის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი ვებსაიტისა და სოციალური მედიის მართვის საკითხებში.
პროექტის დასრულებიდან ერთ წელიწადში, MADAMWINE-ის ბრენდული ბოთლები ახალ სავაჭრო ობიექტებშიც გამოჩნდა- რუსთავში და ძველ თბილისში. თანამედროვე ვებ-საიტის მეშვეობით კომპანიამ ახალი კლიენტები მოიზიდა უცხოეთიდანაც. ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია ორ პარტნიორთან: 50-50 ათასი ბოთლი გაიგზავნება ჩინეთსა და აზერბაიჯანში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთშიც და ჰონ-კონგში. კომპანიაში ახალ გეგმებზეც მუშაობენ. კომპანიის დირექტორი მანანა ახვლედიანი ღვინის ქარხნის აშენებასა და ღვინის ტურიზმში აქტიურად ჩართვას აპირებს, მანამდე კი უკვე დასრულებულ პროექტს აფასებს:
„პროექტის მიმდინარეობისას, ვგრძნობდი პროფესიონალთა გუნდის გვერდში დგომას, რომელთა ჩემი და ჩემი კომპანიის წარმატების სწამდათ. მათი მხარდაჭერა არ დასრულებულა პროექტის დასრულების შემდეგ, ვმონაწილეობ ქალ მეწარმეებისათვის გათვლილ სემინარებსა და ტრენინგებში, რადგან მინდა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს ჩემმა კომპანიამ“.
EBRD - კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის, საქართველოში ხორციელდება შვედეთის, ევროკავშირის EU4Business ინიციატივის, ადრეულ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისა და მცირე ბიზნესის ფონდების დაფინანსებით,
მეტი ინფორმაციისთვის: