ქართული მცირე და საშუალო საწარმოების მომზადება ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისთვის

საქართველო
ქართული მცირე და საშუალო საწარმოების მომზადება ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებისთვის

EU4Business ეხმარება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) საინფორმაციო ცენტრს, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესახებ ცოდნის უზრუნველყოფაში

მიმდინარე თვეში, EU4Business-ის პროექტი „მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და DCFTA საქართველოში“ აღნიშნავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან (სსსპ) ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთი წლისთავს. ურთიერთგაგების მემორანდუმმა საფუძველი ჩაუყარა თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს პალატის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) დაკავშირებული საკონსულტაციო და სასწავლო სერვისების განვითარებას. პროექტმა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება  Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ)-ის მიერ, ხელი შეუწყო DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის ხუთი ოფისის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით – ერთის თბილისში და ოთხის რეგიონებში.

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრების ოფისების ჩამოყალიბება წარმოადგენს პალატის ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიულ მიზანს და იგი უკავშირდება პროდუქციისა და მომსახურების განვითარებისა და დახვეწის საერთო პროცესს, რომელსაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებს. პროექტის მხარდაჭერით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ასევე ჩართულია საქმიანი სრულყოფილების მოდელის (EFQM Excellence Model) DCFTA-ს თითოეული საინფორმაციო ცენტრის ოპერაციებში ინტეგრირების პროცესში. ამ პროცესის ფარგლებში ყოველ ოფისს ხელმძღვანელობს გრძელვადიანი ეროვნული  ექსპერტი (LTE), რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება EU4Business-ის პროექტის მხარდაჭერით.

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრი წარმოადგენს ადგილობრივი ბიზნესის, ძირითადად მცირე და საშუალო საწარმოების ერთმანეთთან დაკავშირების, ასევესაქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხებისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებას.. ცენტრის მეშვეობით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს რიგ პროცედურას, რომელიც ემსახურება კერძო სექტორის მოთამაშეებს შორის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ეს ღონისძიებები ითვალისწინებს ევროკავშირის ბაზრის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან დაკავშირებით მცირე და საშუალო საწარმოებში წარმოდგენის შექმნას, კონსულტაციებს, რეკომენდაციებსა და ტრენინგებს.

მოქმედი ცენტრი

დღეს DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრი გახსნილია, მუშაობს და ეხმარება ქართულ კომპანიებს, რომლებსაც სურთ მათი საქონლისა და მომსახურების ექსპორტირება ევროკავშირში. „DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დახმარების გაწევაში, ექსპორტის განვითარებისა და ევროპული ბაზრის მასშტაბით ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის გზით“, – ამბობს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი.

პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარს უჭერს DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის მიერ მისაწოდებელი მომსახურებების პოტენციალის მუდმივ მატებას, მათ შორის LTE-ს მომავალი ტრეინინგების მეშვეობით (AA/DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეფექტურ კომუნიკაციებზე და ა.შ.) და საერთაშორისო გამოცდილების მობილიზაციის გზით კონსულტირებისთვის და DCFTA-ს საინფორმაციო ოფისების დამატებითი მომსახურების განვითარების მხარდაჭერისთვის.

მუშაობის პირველი წლის განმავლობაში, საინფორმაციო ცენტრის ოფისებმა კონსულტაციები გაუწიეს, მათ შორის საველე შეხვედრებზე, 1 500-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს და ეს ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. LTE-ებმა განახორციელეს მცირე და საშუალო საწარმოების მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რათა გამოევლინათ მათი მთავარი გამოწვევები ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებაში. ეს, თავის მხრივ, გააუმჯობესებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მდგომარეობას საჭირო მომსახურებების განვითარებისა და სავალდებულო გადაწყვეტების შემუშავების ნაწილში, რაც დაეხმარება ბიზნესს არსებული გამოწვევებთან გამკლავებაში. ეს სერვისები ხელმისაწვდომი იქნება DCFTA-ს ყველა საინფორმაციო ცენტრის ოფისში.

„DCFTA- ს საინფორმაციო ცენტრები ყოველთვიურად გაუწევენ ორგანიზებას სულ მცირე 20 საინფორმაციო სესიას, მინიმუმ ოთხ რეგიონულ ოფისში“, – ამბობს ჩიქოვანი. „მონაწილეთა მიერ გამოთქმული მოსაზრების საფუძველზე, სესიებს და შემდგომ ტრენინგებსა და კონსულტაციებს ძალიან მაღალი შეფასება აქვს“.

დამატებითი ინფორმაცია

DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

დოქ. გიორგი ვეკუა

მმართველი დირექტორი, DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები

+995 32 269 47 47

g.vekua@gcci.ge 

პროექტი „მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და DCFTA საქართველოში“ თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება კერძო სექტორის განვითარებასა და TVET სამხრეთ კავკასიის პროგრამის მიერ Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH-ის მხარდაჭერით გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით (BMZ). პროექტი ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში და ახალ მარეგულირებელ გარემოსთან შეგუებაში, რაც შექმნილია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე