ქართული მოდის ფირმის წინსვლა

საქართველო
ქართული მოდის ფირმის წინსვლა

EBRD-ის და ევროკავშირის საკრედიტო ხაზის წყალობით, მოდის სახლმა "მატერიამ" მოახდინა მისი საქმიანობის ადაპტაცია ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად

"მატერია" ნიშნავს ქსოვილს და ეჭვგარეშეა, რომ თბილისში მომუშავე მოდის სახლისთვის ეს მომგებიანი სახელია.

ლოკალური ბრენდი სთავაზობს კლიენტებს პრემიუმ ტანსაცმლის ხაზს Materiel და უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტების ხაზს Dots. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, იგი აწარმოებს უნიფორმას საჯარო დაწესებულებებისთვის და ქართველი მორაგბეებისთვის.

"მოდის ინდუსტრია აღმავალი ტრენდია საქართველოში და საერთაშორისო ყურადღებას იზიდავს. ეს ლოგიკურია, რადგან როცა ტურისტები ჩამოდიან, ისინი ნაკლებად ინტერესდებიან მსხვილი საცალო ქსელებით, და უფრო დაინტერესებული არიან უნიკალური და ორიგინალური ნაწარმით", - ამბობს მოდის სახლი მატერიის აღმასრულებელი დირექტორი ლადო გიორგაძე. "ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოცდილ დიზაინერებთან და ასევე კარი ღია გვაქვს ახალგაზრდა ავტორების იდეებისთვის".

მაღაზიებით დედაქალაქში და სანაპირო ქალაქ ბათუმში, მოდის სახლი "მატერია" იღებს დასაბამს 1949 წლიდან. ფირმამ გაიარა სერიოზული ტრანსფორმაცია და რებრენდინგი საბჭოთა პერიოდის შემდეგ, საზოგადოებრივი საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასვლისას. ფირმა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა ქართული მოდის ბაზარზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა პოპულარული ისეთი ცნობილი დიზაინერების წყალობით, როგორიცაა დემნა გვასალია Balenciaga-დან, რომელიც იპყრობს მთელი მსოფლიოს პოდიუმებს, და ასევე განვითარებადი ნიჭიერი დიზაინერების წყალობით, რომლებიც ქმნიან მოდურ ხაზებს ქვეყნის შიგნით.

ბოლო დრომდე, კომპანიას იჯარით ჰქონდა აღებული მოძველებული ობიექტები და აღჭურვილობა, რომელიც არ იყო სრულად ვარგისი წარმოების პროცესისთვის. მაგრამ ფირმა გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო სარგებელი EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზისგან.

"მატერიას" დაფინანსებას უზრუნველყოფდა ადგილობრივი პარტნიორი საქართველოს ბანკი კომპანიის აღჭურვილობის და ტექნიკის მოდერნიზებისთვის, და ახლად აშენებულ და საკუთრებაში არსებულ ტანსაცმლის ქარხანაში უკეთესი სამუშაო პირობების შექმნისთვის.

EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი არის რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც შექმნილია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. სამივე ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცით სარგებლობს.

EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ინიციატივა ხელს უწყობს დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ევროკავშირის, მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ბლოკი, მათი პროდუქციისა და მომსახურების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზების გზით. ადგილობრივი პარტნიორი ბანკების მეშვეობით EBRD სთავაზობს 380 მილიონამდე ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზებსა და ვაჭრობის დაფინანსებას. ამას ავსებს ევროკავშირის დაფინანსება 19 მილიონ ევროზე მეტი ოდენობით EU4Business ინიციატივის ფარგლებში, 15%-მდე საინვესტიციო წახალისებისა და ტექნიკური დახმარებისთვის. საქართველოში, EBRD და ევროკავშირი თანამშრომლობს თიბისი ბანკთან და საქართველოს ბანკთან.

"EBRD-სა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული საკრედიტო ხაზი ჩვენთვის საუკეთესო გადაწყვეტაა. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ უწყვეტ განვითარებაზე – კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ჩვენი ხალხისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე. ეს არის ის, რითაც გამოირჩევა ჩვენი კომპანია", - ამბობს გიორგაძე "ამ კონკრეტულმა დაფინანსების მექანიზმმა ხელი შეუწყო ჩვენი ამბიციების რეალიზაციას გვქონოდა კომპანია მაღალი ევროპული სტანდართებით."

ამ ინვესტიციებით იყო შეძენილი სამკერვალო მანქანები, პროგრამული უზრუნველყოფა ხატვისთვის და ფორმატირებისთვის, რომელსაც იყენებენ ქსოვილის გამოყენების ოპტიმიზაციისთვის, მჭრელი ხელსაწყოები და სხვა. ყველაფერი სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. წარმოების პროცესი ახლა საათივით მუშაობს, ახალ ხუთსართულიან შენობაში. გროვდება დიზაინერების შთამაგონებელი იდეები და ახალი ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით, მთელი პროცესი ხდება უფრო ეფექტური, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კარგად ფუნქციონირებადი ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, პერსონალური დაცვის მოწყობილობები, თანამედროვე ელექტრომექანიკური გათბობის, ვენტილაცის და კონდიცირების (HVAC) სისტემები, ქმნიან კომპანიის თითქმის 200 თანამშრომელისთვის უფრო სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

ქარხნის მკერავი მარიამ პაპინაშვილი მიიჩნევს, რომ კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო ხელს შეუწყობს წარმოების ეფექტურობას და გუნდური სულისკვეთების ამაღლებას.

"მომავალში, მე ვგეგმავ დიზაინერის კარიერის გაგრძელებას და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოების ციკლის თითოეული ნაბიჯის ნახვის შესაძლებლობა. ახალი აღჭურვილობის წყალობით ჩემი სამუშაო ბევრად უფრო სასიამოვნოა. მე ვსწავლობ ვაჭრობის ახალ ხერხებს და ზოგადად ვიზრდები კომპანიასთან ერთად," ამბობს იგი.

გიორგაძე დასძენს: "შენობა-ნაგებობების განახლების და აღჭურვისას, მთელი საპროექტო ციკლის განმავლობაში, ჩვენ ვხელმძღვანელობდით კონსულტანტთა გუნდის რჩევებით. მათი უფასო კონსულტაციები პროექტის პირველი დღიდან მის დასრულებამდე გვეხმარებოდა დაგეგვმაში და უკეთეს ორიენტაციაში. ეს დახმარება უზრუნველყოფდა იმას, რომ ტექნიკასა და ტექნოლოგიაში თითოეული ჩვენი ინვესტიცია შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებს, რაც ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა".

 "ჩვენს მიერ მიღებული ფულის დაბრუნება, ასევე ძალიან საინტერესო პროდუქტია და ჩვენ ვგეგმავთ ამ სახსრების გამოყენებას ჩვენი ხარისხის მართვის სისტემების შემდგომი გაუმჯობესებისთვის", - განაგრძობს იგი.

ამჟამად, მოდის სახლი "მატერია" ახორციელებს მისი პროდუქციის ექსპორტს ევროპის, ცენტრალური აზიისა და მეზობელ ქვეყნებში. ფირმა წარმოდგენილია ნიუ-იორკის მრავალი ბრენდის მაღაზიაში და მოდის მოყვარულებს მთელს მსოფლიოში ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეიძინონ საყვარელი პროდუქცია ინტერნეტის მეშვეობით. მაგრამ კომპანია გეგმავს გაფართოებას და ევროპულ ბაზრებზე გასვლას.

რამდენიმე გავლენიანმა ევროპელმა მყიდველმა უკვე გამოთქვა ინტერესი მოდის სახლი "მატერიას" მიმართ. ახლადგარემონტებული საფეიქრო ფაბრიკა, რომელიც მუშაობს უმაღლესი სტანდარტებით და მხარდაჭერილია ისეთი ინსტიტუტების მიერ, როგორებიცაა EBRD და ევროკავშირი, ამაღლებს მყიდველების ნდობას "მატერიასთან" პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისას.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე