უყურეთ #EU4Business ინიციატივის ამ სარეკლამო ვიდეოს, რათა გაიგოთ, თუ რატომ მუშაობს ევროკავშირი უფრო ძლიერ ეკონომიკაში ინვესტირებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მასშტაბით და როგორ ეხმარება იგი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ამის ერთად მიღწევაში!
ევროკავშირი ხელს უწყობს კომპანიების განვითარებას ინვესტიციების მოზიდვით, სამუშაო ადგილების შექმნითა და სავაჭრო შესაძლებლობების გაზრდით. და მაინც, რა არის #EU4Business ინიციატივის კონკრეტული შედეგები? 2009 წლიდან ინიციატივის ფარგლებში გამოიყო 122 მილიონ ევროზე მეტი თანხა, 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების სესხებთან ერთად, და დაეხმარა 100 000-ზე მეტ მცირე და საშუალო მეწარმეს. გაეცანით რამდენიმე მათგანს ვიდეოში!