„ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მოიყარონ თავი, შეიმუშავონ საერთო შეხედულება მიმდინარე მოვლენებზე, განიხილონ თითოეული მათგანის წინაშე მდგარი პრობლემები და EU4Business -ის შემდგომი განვითარების პერსპექტივა“.
2018 წლის გაზაფხულზე ეროვნული მრგვალი მაგიდის შეხვედრები გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, სადაც შეიკრიბნენ EU4Business-ის დაინტერესებული მხარეები - ევროკავშირის დელაგაციები, საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების, ეეროვნული მცირე და საშუალო საწარმოების სააგენტოების, ეკონომიკის სამინისტროს, კომერციული ბანკების, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, პროექტის ძირითადი შემსრულებლები და სხვა დაკავშირებული მხარეები. დასკვნები, რომლებიც აღწერილია EU4Business-ის ყოველწლიურ ანგარიშში, მოიცავს უნიკალურ ხედვას, რომელიც ეფუძნება EU4Business-ის ყველა ძირითადი პრინციპისა და ინიციატივის დეტალურ ერთობლივ განხილვას.
2018 წლის EU4Business-ის მრგვალი მაგიდის შეხვედრები: შეჯამება და პერსპექტივები
20.06.2018