You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

16 აპრილს, “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” ორგანიზებით, პროექტის ბენეფიციარებს სემინარი ჩაუტარდათ თემაზე: მზადება COVID19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად და ევროკავშირის ქვეყნებთან საქმიანი კომუნიკაციის დამყარება. სემინარი ჩაატარა ჯეიმს ფიტსფატრიკმა, ექსპერტმა საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, რომელიც უკვე 30 წელია ამ ინდუსტრიაში წარმატებით მოღვაწეობს.

ვორკშოპში თორმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის ბენეფიციარები არიან. პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მსოფლიო ბაზრებთან კავშირის დამყარების ხელშეწყობაა.

ვორკშოპზე რამდენიმე თემა განიხილეს, მათ შორის: COVID19-ის პირობებში ევროკავშირის ბაზარზე არსებული ტენდეციები; 2019 წელს ორგანული პროდუქტების მწარმოებელი ბენეფიციარი კომპანიების აქტივობები და შედეგები; როგორ უნდა დაამყარონ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა სწორი კომუნიკაცია მიზნობრივ აუდიტორიასთან და რა უნდა იცოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ მყიდველებთან (B2B ფორმატში) საქმიანი ურთიერთობის საწარმოებლად. გარდა ამისა, სემინარზე განიხილეს სამომავლო გეგმებიც, მათ შორის, სავაჭრო მისია ევროკავშირის მიმართულებით (ჰოლანდიაში, გერმანიასა და ბელგიაში), რომელიც ბენეფიციარი კომპანიებისთვის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

"ბიზნესში საჭიროა დაგეგმვა, წინ გახედვა და რაც მთავარია, ახალი შესაძლებლობების ძიება. ვორკოშოპის მიზანიც სწორედ ეს იყო, გვემართა რთული სიტუაცია ოპტიმისტურად, გაგვეხედა წინ, ვიდრე ვკონცენტრირებულიყავით კრიზისზე",- ჯეიმს ფიტსფატრიკი

პროექტი “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” მცირე და საშუალო საწარმოებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხისა და სტანდარტების განსაზღვრასა და შესრულებაში უწყობს ხელს, რათა მათ ახალი ბაზრების ათვისება და თავიანთი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანა შეძლონ.

უახლესი ამბები
ge
30.10.2023
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Environment ეგიდით „რესურსეფექტიანი და სუფთა წარმოების“ (RECP) შესახებ მიმდინარე აქტივობების ფარგლებში, UNIDO ორგანიზებას უწევს ეეროვნულ კონფერენციას, სახელწოდებით: „რესურსეფექტიანობა გახდება საქართველოში ბიზნესის წარმატების საწინდარი?“. ეროვნულ დონეზე ღონისძიების პარტნიორია „ენერგოეფექტურობის ცენტრი“ (EEC).
ge
19.09.2023
ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და შვედეთთან ერთად, TBC ბანკის საშუალებით, უზრუნველყოფს ახალ დაფინანსებას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.
am az ge md ua
17.10.2022
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში სათანადო პირობების არმქონე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას აძლიერებენ. სამიზნე ქვეყნებს შორის არიან აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე