„საქართველოს ბანკში“ გაიმართა საინფორმაციო ღონისძიება კლიენტებისთვის, რომლის მიზანიც იყო EU4Business-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის ფარგლებში უზრუნველყოფილი სესხებისა და გრანტების შესაძლებლობების წარმოდგენა.
საინფორმაციო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კომერციული და სამრეწველო სფეროს კომპანიების 150 წარმომადგენელმა.
თამარ ხიზანიშვილი, „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი, მიესალმა სტუმრებს შესავალი სიტყვით და აუხსნა მათ საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მნიშვნელობა. მან ასევე აღნიშნა ის, თუ როგორც ეხმარება კომპანიებს EU4 Business-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზი სესხებისა და გრანტების გაცემის გზით, განახორციელონ ინვესტირება პროცესებსა და აღჭურვილობაში ევროკავშირის დირექტივების შესაბამისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისა და ადგილობრივ ბაზრებზე უპირატესობის მიღების მიზნით.
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ გაბუნიამ, წარმოადგინა ფართო ინფორმაცია ევროკავშირის მოთხოვნების შესახებ სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში.
EU4Business-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის წარმომადგენელმა ხათუნა ახალაიამ აღწერა პროექტის ძირითადი კომპონენტები და ახსნა ის პროცესი, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს EU4Business-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის ფარგლებში სესხებისა და გრანტების მოთხოვნა. კომპანიებისთვის არსებული შესაძლებლობების უფრო დეტალურად წარმოსადგენად მან ასევე მოიყვანა კონკრეტული მაგალითები ბოსნიაში მოქმედი იმავე საკრედიტო ხაზიდან.
ფორმალური პრეზენტაციის შემდეგ თემის აქტუალობამ და მაღალმა ინტერესმა გამოიწვია დიდი რაოდენობით შეკითხვების დასმა კითხვა-პასუხის ფორმატში განხილვის დროს. მონაწილე კომპანიებმა უშუალო ინტერესი გამოხატეს პრაქტიკული პროცესის მიმართ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საინვესტიციო სესხებისა და გრანტების მიღება. განსაკუთრებული ინტერესი კომპანიებისთვის 15%-იანმა გრანტმა გამოიწვია.
ხორცის დამამუშავებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ ღონისძიების დასრულებისთანავე მოითხოვა სესხი.
EU4Business-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შეუძლიათ დაფინანსების მიღება აღჭურვილობის მოდერნიზაციის, შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების მიზნით. EU4Business ინიციატივის მეშვეობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ შემოთავაზებულ დაფინანსებას ემატება 15%-მდე ევროკავშირის გრანტები და ტექნიკური დახმარების პროგრამა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.