ქართულმა კომპანიებმა 600 000 ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთები მიიღეს საერთაშორისო მყიდველებისგან Anuga 2021-ის გამოფენაზე, რომელიც წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტების მსოფლიოს წამყვან სავაჭრო ბაზრობას კიოლნში, გერმანიაში.
ქართული მონაწილეებიდან, ხუთი კომპანია საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის (ITC) „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის“ პროექტის ბენეფიციარები არიან. მოცემული პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
გამოფენაზე საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის (ITC) მიერ მხარდაჭერილი დელეგაციის წევრმა მწარმოებლებმა საქართველოდან წარმოადგინეს სხვადასხვა ორგანული პროდუქცია, მათ შორის თხილი, სანელებლები, გამომშრალი ხილი და ჩაი. ქართულმა კომპანიებმა 107-ზე მეტი ახალი ბიზნეს კონტაქტი დაამყარეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: გერმანია, ნიდერლანდები, ლიბანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, პოლონეთი, კანადა, უკრაინა, ბულგარეთი. კომპანიებმა მოლაპარაკებები გამართეს 20-ზე მეტ მყიდველთან, რის შედეგადაც 600 000-ზე მეტი ევროს ღირებულების შეკვეთები მიიღეს.
Anuga სასმელი და საკვები პროდუქტების პროდუქციის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზრობაა. მასზე თავს იყრის 165 000 ვიზიტორი და 74 00-მდე გამომფენი მონაწილეობს 130 ქვეყნიდან. გამოფენა წარმოადგენს დარგის მომწოდებლებისა და საკვანძო სპეციალისტების შეხვედრის ადგილს. გამოფენაში მონაწილეობის წყალობით, ქართულმა კომპანიებმა ახალი კომერციული შესაძლებლობები და პარტნიორები მოიძიეს.
ამოფენაში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, The USAID Agriculture Program-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: “მზაობა ვაჭრობისთვის” მხარდაჭერით.
პროექტი “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” მცირე და საშუალო საწარმოებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხისა და სტანდარტების განსაზღვრასა და შესრულებაში უწყობს ხელს, რათა ქართული საექსპორტო პროდუქცია შეესაბამებოდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო მოთხოვნებს. პროექტის მთავარი ამოცანაა, ქართველმა მეწარმეებმა არსებული პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა და ახალი ბაზრების ათვისება შეძლონ.