ბიზნეს ასოციაციები ადგენენ ძირითად რეკომენდაციებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების მიზნით

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
ბიზნეს ასოციაციები ადგენენ ძირითად რეკომენდაციებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების მიზნით

მემორანდუმი რეგიონალური პოზიციის შესახებ, რომელიც შემუშავდა East Invest 2 პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ოქტომბერში ტალინში დაგეგმილ აღმოსავლეთის პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე წარსადგენად, შეიცავს მთელ რიგ ფართო რეკომენდაციებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბიზნეს კლიმატის გასაუმჯობესებლად.

რეგიონული მემორანდუმი, წარდგენილი კიევში 21 ივნისს East Invest 2 პროექტის ფინალურ კონფერენციაზე, შედგენილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან 200-მდე ბიზნეს ორგანიზაციის მონაწილეობით.

ძირითადი რეკომენდაციები

ყველა მიმართულებით ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის რეკომენდაციების გარდა, მოცემული დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ძირითად რეკომენდაციებს:

  • მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება და კეთილსინდისიერი კონკურენციის კანონების ჩარჩოებში თანაბარი პირობების უზრუნველყოფა
  • მცირე და საშუალო საწარმოებს შორის ფინანსური ცოდნის გაღრმავება, რათა მათ შეძლონ სესხის აღების და დაფინანსების რთული პროცედურების განხორციელება
  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ონლაინ პლატფორმის დანერგვა, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს ერთმანეთთან დაკავშირების და ინფორმაციის მარტივი წვდომის საშუალებას მისცემს
  • თითოეულ ქვეყანაში ინოვაციური სტრუქტურების ჩამოყალიბება
  • საგანმანათლებლო რეფორმების და სასწავლო პროგრამების შემუშავებაში ბიზნეს წრეების ჩართვის მეშვეობით ქვეყნებში ცოდნის ხარვეზების საკითხის მოგვარება
  • მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საგადასახადო და საბაჟო სისტემების გამარტივება და სტაბილიზაცია, მათი განხილვის გათანაბრება სახელმწიფო და მსხვილ საწარმოებთან
  • მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება ვაჭრობის ტექნიკურ ბარიერებს გადალახვაში, მათთვის სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების სერვისების მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.

სისტემატური დიალოგი სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის

ბიზნესის მხარდაჭერის და კერძო სექტორის ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, განახორციელონ სისტემატური დიალოგი სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის, მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობით, როგორც გადამწყვეტი ელემენტის რეფორმების შემუშავების და განხორციელების საქმეში

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე