You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

24 ივნისი, 2019 თბილისი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით 6 ათასმა მცირე და საშუალო მეწარმემ გაიარა კონსულტაციები და ტრენინგები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) საკითხებზემეწარმეები დღეს უკეთ არიან გათვიცნობიერებულნი ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესახებრაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მათ მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში შექმნილი ახალი შესაძლებლობებით სარგებლობას.

საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის შედეგები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პრეზენტაციაზე - „DCFTA საინფორმაციო ცენტრი - მიღწევები ქართველი მეწარმეებისთვის სერვისების მიწოდების საქმეში მოწვეულ საზოგადოებას გააცნო.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგაადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელით ახორციელებს.

პრეზენტაციას დაესწრო 200-ზე მეტი მეწარმე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ბიზნეს საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პალატის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა მეწარმეების ხელშეწყობა რეგიონებში. ჩვენი მომსახურების  მეშვეობით, საქართველოს ოთხ რეგიონში  ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ მიიღონ დეტალური ინფორმაცია იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც  დადგენილია  ევროკავშირის  ბაზარზე  პროდუქციის  გასატანად. ასევე, სისტემატიურად ტარდება ტრენინგები. ამ მიმართულებით მეწარმეთა ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებასა და პროდუქციის ხარისხის გათანაბრებას ევროკავშირის სტანდარტებთან.“ - აღნიშნა ღონისძიების გახსნისას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ქ-ნმა ნინო ჩიქოვანმა.

მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბ-ნი გენადი არველაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბ-ნი კარლო ნატალე და GIZ-ის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი ქ-ნი კატია კამერერი.

საინფორმაციო ცენტრის ოთხი რეგიონული ოფისი კარგად არის მომზადებული კონკრეტული რჩევები მისცეს კომპანიებს და მიაწოდოს ინფორმაცია თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნებისა და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ მადლობას ვუხდით პარტნიორებს მიღწეული შედეგებისთვის და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია ისარგებლებს ცენტრის სერვისებით.“ - განაცხადა კარლო ნატალემ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ.

პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და შექმნილ შესაძლებლობებთან დაკავშირებით რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმირებულობის გაზრდაზე. საუბარი შეეხო, ასევე, მეწარმეებს შორის ტექნიკური, საკონსულტაციო და ფინანსური მხარდაჭერის არსებული მექანიზმების ცნობადობის ამაღლების მიმართულებით ცენტრის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

 DCFTA საინფორმაციო ცენტრის რეგიონული სერვისები სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტთან პარტნიორობით 2017 წლიდან დაიწყო. ეს სერვისები მოიცავდა კონსულტაციებს ადგილზე, ტრენინგებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და ცხელ ხაზს მეწარმეებისთვის, რაც მათ დაეხმარებათ DCFTA-სთან ადაპტირების პროცესში. პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა ამ ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრის მიერ მიღწეული შედეგები და წარმატების ისტორიები. პალატის წარმომადგენლებმა დამსწრეთ ასევე ქვეყნის მასშტაბით ცენტრის სერვისების მდგრადობის შენარჩუნების, შემდგომი განვითარებისა და დახვეწის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნეს.

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივი ოფისები განლაგებულია ქვეყნის ოთხ რეგიონში - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ.ბათუმი), სამეგრელო-ზემო სვანეთში (ქ.ზუგდიდი), იმერეთში (ქ.ქუთაისი) და შიდა ქართლში (ქ.გორი). 2017 წლიდან დღემდე 3,500-ზე მეტმა მეწარმემ გაიარა კონსულტაცია რეგიონულ ცენტრებში, 2,500-ზე მეტმა კი მიიღო მონაწილეობა 120 ტრენინგში. ტრენინგების თემატიკა მოიცავდა ევროკავშირის ბაზრის სტანდარტებსა და მოთხოვნებს (სურსათის უვნებლობა, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, ბიომეურნეობა, და სხვ.). მცირე და საშუალო მეწარმეებმა გაიარეს კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირის რეგულაციები, სასაქონლო კოდების იდენტიფიკაცია, საბაჟო ტარიფები, კომუნიკაცია სახელმწიფო ორგანიზაციებთან.

DCFTA საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ოფისების მეშვეობით გაიზარდა ადგილობრივ მეწარმეებს შორის ინტერაქციის სიხშირე, რამაც თავის მხრივ სტიმული მისცა კერძო სექტორს ადგილებზე უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლათ დარგობრივი ასოციაციების ჩამოყალიბების მიმართულებით საერთო ინტერესების განხორციელებისთვის. პალატა მიესალმა ამ ინიციატივებს და მხარი დაუჭირა ასოციაციების შექმნას თანადამფუძნებლის როლში და ასევე, საინფორმაციო ცენტრების მხრიდან მხარდაჭერის გზით. 2017-2018 წლებში სამი დარგობრივი ასოციაცია დაფუძნდა და გაფართოვდა - საქართველოს მემწვანილეთა ასოციაცია, კივის მწარმოებელთა ბიზნეს-ასოციაცია და დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსი.

საკონტაქტო პირი: 

გიორგი ვეკუა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა

მობ:: +995 557202211, ელფოსტა: g.vekua@gcci.ge

უახლესი ამბები
ge
18.03.2024
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ბიზნესის განვითარებას — განსაკუთრებით ქალთა ბიზნესისას და განსაკუთრებით საქართველოს სასოფლო და ყურადღებამოკლებულ დასახლებებში. ამიტომ არ იფიქროთ, თითქოს აუცილებელია, თბილისში ცხოვრობდეთ, გქონდეთ უმაღლესი განათლება ან მოქმედი ბიზნესი იმისათვის, რომ ევროკავშირისგან დახმარება მიიღოთ — პირიქით!
ge
05.02.2024
ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი, „საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“, დაიწყეს.
ge
01.02.2024
ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) თიბისის ბანკთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც ადგილობრივი კერძო სექტორის მიმზიდველი პირობებით დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე