აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქები, რომლებიც მიისწრაფვიან იქცნენ ეკონომიკური ზრდის პიონერებად

სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო მოლდოვა უკრაინა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქალაქები, რომლებიც მიისწრაფვიან იქცნენ ეკონომიკური ზრდის პიონერებად

ადგილობრივი ორგანოები აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექვსი ქვეყნიდან წახალისებულია მიმართონ დაფინანსებისათვის, რათა დაეხმარონ საკუთარ ქალაქებს, იქცნენ ეკონომიკური ზრდის და რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნის ლიდერებად.

განაცხადების კონკურსი „მერები ეკონომიკური ზრდის პიონერული პროექტებისათვის“ შეეხება იმ ქალაქებს, სადაც უკვე შემუშავებულია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმა, რომელიც შეესაბამება ინიციატივას და გადმოცემულია კონცეფციაში „მერები ეკონომიკური განვითარებისათვის“.

შერჩეული ქალაქები იქცევა „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ პროგრამის პიონერებად საპილოტო პროექტების რეალიზაციის გზით, რომლებსაც გააჩნია უნარი გვიჩვენონ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს მათ გეგმებში შესული კონკრეტული ქმედებების განხორციელება რეალობაში. კერძოდ, ხსენებული ქმედებების მიზანი იქნება მოახდინოს ბიზნესის განვითარების სტიმულირება, ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება და/ან ადგილზე ფინანსებზე წვდომის ზრდა.

სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საგრანტო პროექტების დასაფინანსებლად სულ გამოყოფილია 9,5 მილიონი ევრო.

მივესალმებით კონსორციუმის, მათ შორის არასახელმწიფო მხარეების, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოები და ბიზნეს-ასოციაციები, ასევე, ევროკავშირში/ევროპის ეკონომიკურ ზონაში თუ აღმოსავლეთ პარტნიორობის ან პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხვა ქვეყნებიდან დაინტერესებულ მხარეებთან ასოცირებული ადგილობრივი ორგანოების მომართვებს.  ასევე კონკრეტულად მივესალმებით ქმედებებს, რომელთა უშუალო მიზანია ქალების და ახალგაზრდების დასაქმება თუ მეწარმეობა. 

მოგვმართეთ

კანდიდატი პროექტების განმარტებითი ბარათები უნდა წარმოდგენილი იქნეს 2017 წ. მაისის ბოლომდე, ხოლო სრულფასოვანი წინადადებები – 2017 წ. აგვისტოს ბოლომდე.

გაიგეთ მეტი განაცხადების კონკურსის თაობაზ ე.

მოგვმართეთ დაფინანსებისათვის

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე