პროექტი აღმოსავლეთის პარტნიორობა: “მზაობა ვაჭრობისთვის” ეხმარება ქართულ საწარმოებს თხილით ვაჭრობის გაზრდაში ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში

საქართველო
პროექტი აღმოსავლეთის პარტნიორობა: “მზაობა ვაჭრობისთვის” ეხმარება ქართულ საწარმოებს თხილით ვაჭრობის გაზრდაში ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში

თხილს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. საქართველოში თხილის შიდა მოხმარება ძირითადად დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე, ამიტომ ქართველი მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის აუცილებელია განახლებული ინფორმაციის მიღება ბაზრის მიმდინარე ტენდენციებისა და შესაძლებლობების შესახებ − რა გავლენა აქვს პანდემიას სამიზნე ბაზრებსა და მიწოდების ჯაჭვების ცვლილებებზე.

კოვიდ-19-ის პანდემიამ დააჩქარა გარკვეული ტენდენციები, რომლებიც უკვე არსებობდა მიწოდების ჯაჭვში და რომელთა გამოყენებაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქართული ბიზნესისთვის.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „მზაობა ვაჭრობისთვის“ ფარგლებში, რომელიც EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში  საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) მიერ ხორციელდება, პროექტის ბენეფიციარებს ორდღიანი ვებინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ მსოფლიოში თხილის ბაზრის პერსპექტივების სიღრმისეულ ანალიზსა და ბაზარზე არსებულ ახალ შესაძლებლობებს.

ვებინარების სერია ჩაატარა ჯეიმს ფიცპატრიკმა, გლობალური ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების განვითარების ექსპერტმა, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 30 წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეწარმეებს გლობალურ ბაზრებზე წვდომასა და გაყიდვების შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება.

"ჩვენ დავიწყეთ ბაზრის სიღრმისეული მიმოხილვით, დეტალურად განვიხილეთ პანდემიის გავლენა, დავაკვირდით ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს და დავგეგმეთ შემდეგი ნაბიჯები. ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) ინსტრუმენტების გამოყენებით ევროპულ ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობები. ბაზრის სიღრმისეული ანალიზი, ITC-ის შესაძლებლობების  გამოყენება და ინტერაქციული დისკუსიის შერწყმა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა” − თქვა ჯეიმს ფიცპატრიკმა.

"შეხვედრაზე  ასევე განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ჩვენმა ბენეფიციარებმა გადადგეს ფერმერებთან დაახლოებასა და ფერმერთა ასოციაციების ჩამოყალიბებაში, რაც აქამდე არ მომხდარა და  ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია", - აღნიშნა ფიცპატრიკმა.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” ორგანიზებით. პროექტი მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხისა და სტანდარტების განსაზღვრასა და შესრულებაში უწყობს ხელს, რათა მათ ახალი ბაზრების ათვისება და თავიანთი პროდუქტიის საერთაშორისო ბაზარზე გატანა შეძლონ. პროექტი ასევე ეხმარება საწარმოებს საერთაშორისო და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დამატებითი ღირებულების საქონლის წარმოებაში და  მათ გლობალურ ბაზარზე არსებულ უმსხვილეს მყიდველებთან აკავშირებს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე